"მილანი" ორ ტრანსფერს სწორედ ბოლო საათში განახორციელებს

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ ტელეარხ Sportitalia-ზე "მილანის" სატრანსფერო აქტივობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "როსონერი" "ბოლო წუთზე" ერთბაშად ორი შენაძენის გაკეთებას აპირებს, რითაც დაცვისა და თავდასხმის ხაზს გააძლიერებს.

"გალიანი "ბოლო საათის გარიგებების" ოსტატია. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ "მილანი" დაცვის გასაძლიერებლად დავიდე ასტორის შეძენას შეეცდება.

რაც შეეხება კეისუკე ჰონდას სავარაუდო ტრანსფერს, "მილანი" არ გადაყრის ფულს იმ მოთამაშეში, რომელიც ზამთარში უფასოდაც მოვა.

კლუბის მეორე შენაძენი კი შესაძლოა ალესანდრო მატრი გახდეს, ოღონდ მილანელებს "რომასა" და "ნაპოლისთან" ჭიდილში გამარჯვება მოუწევთ, რომლებსაც ასევე სურთ თავდამსხმელის
შეძენა",
- აცხადებს პედულა.

ამავე დროს, სხვა წყაროები ამტკიცებენ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გალიანის "სიურპრიზი" ამსტერდამის "აიაქსის" შემტევი ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი გახდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული