"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, დედაქალაქელები ფრანგული "ნიცას" ბომბარდირის დარიო ცვიტანიჩის გადაბირებას ცდილობენ და ამ მიმართულებით, პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს.
29 წლის თავდამსხმელს "ნიცასთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს და გამომდინარე აქედან, ფრანგული კლუბის მესვეურები მასში თამამად ითხოვენ სოლიდურ თანხას.
ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, "რომა" მზადაა ცვიტანიჩში 8 მილიონი ევრო გადაიხადოს, "ნიცა" კი 12 მილიონს ითხოვს.
მოლაპარაკებაში შეიძლება "ჯალოროსის" რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩაებას და 8 მილიონს საფრანგეთში გაჰყვეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"