მოკლედ, ტრანსფერებმა სპორტული პრესის დიდი ნაწილი მოიცვა, მაგრამ წინ ტურია და მოახლოებულ პაექრობებზე აუცილებლად უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა...
ვენდეტა თუ ...
იტალიის სუპერთასის პაექრობაში "იუვენტუსმა" გადაურბინა "ლაციოს" და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. "ბიანკოჩელესტეს" ტიფოზები ვენდეტას ითხოვენ, მაგრამ ამის გაკეთება რომ ურთულესი
"ტურინში აუცილებელი სამი ქულის დაგეგმვა სრული აბსურდია, მაგრამ მოედანზე რომ მოსაგებად გავალთ, ცხადზე უცხადესია.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ, "იუვენტუსისგან" მწარე მარცხი ვიწვნიეთ, საკუთარ ძალებში ბოლომდე ვართ დარწმუნებულნი. ბუნებრივია, რევანშისტული განწყობაც გვაქვს და ვეცდებით, ანგარიში გავასწოროთ. რამდენი ფორვარდით შევუტევთ? - "ლაციო" მთელი გუნდით უტევს და იცავს თავს".
პეტკოვიჩმა კითხვას თავი აარიდა, მაგრამ რთული მისახვედრი არ არის, რომ "ლაციო" ფრთხილ ფეხბურთს ითამაშებს. ასეთ შემთხვევაში, პეტკოვიჩს არანაირი საფუძველი არ აქვს, საყვარელ ტაქტიკაზე უარი თქვას და გუნდი 4-4-1-1 სქემით არ ათამაშოს. ის ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი მიროსლავ კლოზე იქნება, უკნიდან კი მას ანტონიო კანდრევა და კომპანია დაეხმარება.
ანტონიო კონტე ტაქტიკა-შემადგენლობას სულ უფრო იშვიათად ცვლის - 3-5-2 და მირკო ვუჩინიჩი-კარლოს ტევესის ტანდემი თავდასხმაში... კონტეს თქმით, "ლაციო" სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდია და გამოდის, რომ "იუვენტუსს" უშუალო კონკურენტთან უწევს პაექრობა.
"ბიანკონერის" მთავარი მწვრთნელის თქმით, გამარჯვება იმ გუნდს დარჩება, რომელიც უკეთ გამოიყენებს შექმნილ მომენტებს. მოკლედ, მწვრთნელებს ახალი და განსაკუთრებული არაფერი უთქვამთ, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.
კონკურენტები
მიუხედავად იმისა, რომ "მილანმა" პირველ ტუღში "ვერონასთან" წააგო, "იუვენტუსის" მთავარ კონკურენტად "ნაპოლისთან" ერთად, სწორედ ეს გუნდი უნდა მივიჩნიოთ. "როსონერის" რომ მომატება და სულ სხვა დონეზე თამაში შეუძლია, ეს ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-სთან პაექრობაშიც გამოჩნდა.
კვირას, "მილანი" "კალიარის" უმასპინძლებს და კვლავაც ახალგაზრდული ტრიოთი შეუტევს სტეფან ელ შაარავის, მარიო ბალოტელის და მბაიე ნიანგის შემადგენლობით.
საჭიროების შემთხვევაში, თამაშში რობინიო ჩაერთვება, ალესანდრო მატრის განაცხადში შეყვანა კი ვერ მოესწრო. მატჩის წინ ალეგრიმ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პსვ-ს განადგურების შემდეგ, გუნდი ამაღლებულ განწყობაზეა და მოახლოებულ პაექრობას ოპტიმისტურად ელოდება.
"როსონერი" "კალიარის" პირველივე წუთებიდან უმოწყალოდ შეუტევს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. აქვე ვთქვათ, რომ შესაძლოა ზუსტად თამაშის დღეს, სარდინიელი დავიდე ასტორი "მილანის" ფეხბურთელი გახდეს.
რაც შეეხება "ნაპოლის", რაფაელ ბენიტესის სამწყსო "კიევოს" ესტუმრება, გუნდს, რომელთანაც ბოლო ორ სეზონში არც თუ სახარბიელო სტატისტიკა აქვს. "ნაპოლიმ" "სტადიო ბენტეგოდიზე" მიჯრით ორი უმწარესი მარცხი იწვნია და სასკუდეტო ბრძოლას ჩამოშორდა. მოკლედ, ნეაპოლიტანელებს ვენეტოელებთან ანგარიში აქვთ გასასწორებელი.
არგენტინელთა ჯახი
არგენტინელთა დიდი თავყრილობა იქნება "კატანია"-"ინტერის" პაექრობაში - მილანელებსაც ხომ ბევრი ჰყავთ სამხრეთამერიკელები და სიცილიელები ამ მხრივ ერთპიროვნული ლიდერები არიან. ვალტერ მაცარი 3-5-2 ტაქტიკას აირჩევს და მეტოქეს ორი არგენტინელით შეუტევს: მაურო იკარდი, როდრიგო პალასიო.
უკან დახევას არც "კატანია" აპირებს, რომლის მთავარი მწვრთნელი როლანდო მარანი 4-2-3-1 სქემას ამზადებს - ეს რაღაც ახალია სიცილიური გუნდისთვის და ვნახოთ, რა გამოვა. შეგახსენებთ, რომ გასულ ჩემპიონატში "კატანიამ" მერვე ადგილი დაიკავა და "ინტერს" ერთი საფეხურით გაასწრო.
"ფიორენტინა" "ჯენოას" ესტუმრება, "რომა" კი "ვერონას" მიიღებს. ფლორენციელებმა და რომაელებმა პირველი ტურის მატჩები მოიგეს, პოზიციების განმტკიცებას კი ამ უქმეებზე შეეცდებიან. ტოსკანელებს ჯუზეპე როსი და მარიო გომესი სრულ მზადყოფნაში ჰყავთ, დედაქალაქელები კი სავარაუდოდ ფრანჩესკო ტოტის, ჟერვინიოს და ალესანდრო ფლორენცის ტრიოთი შეუტევენ. დანარჩენზე ტურის მიმოხილვაში...…
იტალია. სერია A. II ტური
31 აგვისტო
კიევო-ნაპოლი 20.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დაინელი (კიევო).
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +5=1-8, (14-19)
იუვენტუსი-ლაციო 22.45
დისკვალიფიკაცია: მაური (ლაციო).
ტრავმა: მარკიზიო, პეპე - ცანა, კონკო, ანდერსონი, ალფარო, პერეირინია, ვინიციუსი.
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +20=11-13, (66-53)
1 სექტემბერი
რომა-ვერონა 20.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სტროტმანი, დესტრო - აგოსტინი, რაგაცუ.
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +5=2-1, (21-13)
მილანი-კალიარი 22.45
ტრავმა: გაბრიელი, საპონარა, ანტონინი, ტრაორე, ვარგასი, პაცინი, ბონერა - კოსუ, პიზანო.
დისკვალიფიკაცია: არავინ
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +19=9-2, (49-23)
ატალანტა-ტორინო 22.45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბელინი, ჯორჯი, მილიაჩო, ბრიენცა, კაცოლა, დელ გროსო - მაზიელო.
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +10=7-7, (33-32)
ბოლონია-სამპდორია 22.45
დისკვალიფიკაცია: კასტელინი (სამპდორია).
ტრავმა: მერკელი, კერუბინი, სორენსენი (ბოლონია).
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +4=8-7, (24-29)
კატანია-ინტერი 22.45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კაპუანო, პერუცი, ფრეირე - მილიტო, სამუელი, კივუ, ძანეტი.
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +2=1-11, (16-31)
ჯენოა-ფიორენტინა 22.45
დისკვალიფიკაცია: მარკეზე (ჯენოა).
ტრავმა: აგაცი (ფიორენტინა).
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +3=6-8, (18-27)
სასუოლო-ლივორნო 22.45
დისკვალიფიკაცია: ბერარდი - დე ლუკა.
ტრავმა: ვალერი - სილიგარდი.
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +4=1-3, (14-10)
უდინეზე-პარმა 22.45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბრკიჩი - გალოპა, პალეტა.
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +12=6-15, (48-51)
სატურნირო მდგომარეობა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"