იტალია. სერია A. II ტური: "იუვენტუსი" და "ნაპოლი" ბრდღვნიან [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეორე ტურმა მხოლოდ განამტკიცა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტები "ნაპოლი" და "იუვენტუსი" არიან. მართალია, მეორე ტურში საჩემპიონო ორთაბრძოლაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ეს გუნდები რომ სხვებზე მძლავრად გამოიყურებიან, აშკარაა.

"იუვემ" "ლაციოს" გადაურბინა
"იუვენტუსმა" "ლაციოს" კიდევ ერთხელ მოუგო და კიდევ ერთხელ გაუტანა ოთხი გოლი. მართალია, ერთი გაუშვა და მშრალზე არ მოუგია, მაგრამ ანგარიში მაინც გამანადგურებელი გამოვიდა. ამრიგად, მოკლე პერიოდში ტურინულმა გრანდმა "ბიანკოჩელესტეს" კიდევ ერთხელ გადაურბინა და დაგვანახვა, რომ დღეს მეტოქეს ერთი თავით აღემატება.

პირველი ორი გოლი "ლაციოს"
არტურო ვიდალმა გაუტანა - ორივეჯერ პირისპირ დარჩა მეკარესთან და დამაგვირგვინებელ ფაზაში ფორვარდის ინსტინქტი გამოავლინა; აღსანიშნავია, რომ პირველი გოლისას არტურომ პოლ პოგბასგან ბრწყინვალე პასი მიიღო. პირველი ტაიმის შუაწელს რომაელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, როდესაც მიროსლავ კლოზემ ჯანლუიჯი ბუფონის მოგერიებულ ბურთს დაამატა და ბადეში გაახვია, 2:1.

ინტრიგამ მეორე ტაიმის პირველ წუთებამდე გასტანა - მირკო ვუჩინიჩმა კი ანგარიში 3:1 გახადა და გამარჯვებულის ვინაობაც იქ გაცხადდა. საბოლოო წერტილი "ლაციოს" რბევას კარლოს ტევესმა დაუსვა, როდესაც ერთ მეურვეს გვერდი კარგად აუარა და უზუსტესი დარტყმით ფედერიკო მარკეტი უშანსოდ დატოვა, 4:1. ნამატჩევს ანტონიო კონტემ შემდეგი განაცხადა:

"ახალ სეზონში სამი ოფიციალური მატჩი გავმართეთ და სამივე მოვიგეთ, რაც არ შეიძლება არ მახარებდეს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი იდეალურ ფორმაში არაა, ჯერჯერობით დამაჯერებლად ვასპარეზობთ. მეტოქე ხისტად გვეთამაშა, მაგრამ არც ჩვენ დავთმეთ რამე და საბოლოოდ, უპირატესობით წარვმართეთ შეხვედრა. გვქონდა ხარვეზებიც და განსაკუთრებით, შუა ხაზში, თუმცა ყველაფერი მოგვარებადია.

კარლოს ტევესი და მირკო ვუჩინიჩი ერთმანეთს იდეალურად ავსებენ და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთად მრავალი წელია ასპარეზობენ. ეს ტანდემი პროგრესირებს და სამომავლოდ კიდევ უფრო სახიფათო გახდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა შემტევებს შანსი არ მიეცემათ - ჩვენ გვყავს სებასტიან ჯოვინკო, ფერნანდო ლორენტე და ფაბიო კვალიარელა, რომლებსაც ასევე ვენდობი".


ყურადღების ცენტრში იყო არტურო ვიდალი, რომელმაც დუბლი შეასრულა - როგორც ჩანს, სამხრეთამერიკელი პოზიციების დათმობას ამ სეზონშიც არ აპირებს:

"ვფიქრობ, "იუვენტუსი" მიმდინარე სეზონში გაცილებით ძლიერია, ვიდრე წინა წლებში და ეს სერია "ა"-ს პირველივე ტურებში მტკიცდება.
"ლაციოს" ურიგოდ სულაც არ უთამაშია, მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ. რაც შეეხება ჩემს თამაშს, თანაგუნდელთა ბრწყინვალე პასები გამოვიყენე და გატანილ გოლებს სწორედ მათ უნდა ვუმადლოდე. ისეთი ფეხბურთელების გვერდით თამაში, როგორებიც პოლ პოგბა, ანდრეა პირლო, კარლოს ტევესი და მირკო ვუჩინიჩი არიან, საუცხოო განცდაა".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეუჩერებელი ჰამშიკი
არანაკლებ დამაჯერებლად ასპარეზობს რაფაელ ბენიტესის "ნაპოლი", რომელიც განსაკუთრებულად ძლიერი შეტევაში ჩანს. "კიევომ" ორი გოლი გაუტანა მრისხანე მეტოქეს, მაგრამ ოთხი მიიღო და მთლიანობაში, მაინც უშანსოდ წააგო. ნეაპოლელთა წარმატების მთავარი შემოქმედი ისევ მარეკ ჰამშიკია, რომელმაც პირველი ტურის მსგავსად, დუბლი შეასრულა.

სლოვაკს ორ შეხვედრაში ოთხი გოლი აქვს გატანილი და თუ ასე გააგრძელა, ბომბარდირთა დავაში ერთ-ერთ ფავორიტად იქცევა. ჰამშიკის გარდა, ვერონელებს ხოსე კალეხონმა და გონსალო იგუაინმა გაუტანეს. არგენტინელმა პირველი გოლი გაიტანა სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, ესპანელისთვის კი ეს მეორე გოლია.

ვთქვათ ისიც, რომ კალეხონი სათადარიგო ფეხბურთელად მოიაზრებოდა, მაგრამ "კიევოსთან" შეხვედრაში ძირითადში აღმოჩნდა - რეზერვში გორან პანდევი დარჩა და თუ ხოსე ასე გააგრძელებს, მაკედონიელი შესაძლოა სკამზევე დარჩეს. ძირითადში იყო ახალგაზრდა ლორენცო ინსინიე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და კარგადაც გაისარჯა.

ნეაპოლელებმა უამრავი მომენტი შექმნეს და უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება, რაფაელ ბენიტესმა კი ნამატჩევს შემდეგი განაცხადა:

"შესანიშნავი პაექრობა იყო, რომელშიც ბევრი პოზიტიური მომენტი დავინახე. მარეკ ჰამშიკი ბრწყინვალედ გაისარჯა, რაზეც მის მიერ გატანილი ორი ბურთი მეტყველებს, თუმცა არანაკლებ ნაყოფიერი იყო გონსალო იგუაინი. არგენტინელი კარგად იხსნებოდა და დროულად უთავისუფლებდა ზონებს იმავე ჰამშიკს. არის თუ არა სლოვაკი სტივენ ჯერარდზე ძლიერი? - ინგლისელი უფრო ათლეტურია, მაგრამ ტაქტიკურად ჰამშიკი უკეთ არის განსწავლული.

მარეკი "ნაპოლისთვის" არანაკლებ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ვიდრე ჯერარდი "ლივერპულისთვის". ჩემპიონატში მცირე პაუზაა და ვეცდებ
ით, ეს დრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ".

Sportall.Ge

II ტური

კიევო-ნაპოლი 2:4
გოლები: 0:1 ჰამშიკი (13), 1:1 პალოსკი (24), 1:2 კალეხონი (27), 2:2 პალოსკი (40), 2:3 ჰამშიკი (64), 2:4 იგუაინი (70).
კიევო (4-4-2): პუჯონი - სარდო, პაპი, ცეზარი, დრამე - ჰეტემაი, რადოვანოვიჩი (81. იმპორტა), რიგონი, სესტუ (69. აკოსტი) - თერეუ (75. პელისიერი), პალოსკი.
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, ცუნიგა - ბერამი (65. ჯემაილი), ინლერი - კალეხონი, ჰამშიკი (75. პანდევი), ინსინიე - იგუაინი (85. არმერო).
გაფრთხილება: რიგონი - ბრიტოსი.
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 12-12(6-8); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 11 000

იუვენტუსი-ლაციო 4:1
გოლები: 1:0 ვიდალი (15), 2:0 ვიდალი (27), 2:1 კლოზე (29), 3:1 ვუჩინიჩი (49), 4:1 ტევესი (80).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი (82. ოგბონა), ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი (79. ისლა), ვიდალი, პირლო, პოგბა, ასამოა - ვუჩინიჩი (82. კვალიარელა), ტევესი.
ლაციო (4-4-1-1): მარკეტი - კავანდა (73. ფლოკარი), ნოვარეტი, ცანა, რადუ - გონსალესი, ბილია (65. ლედესმა), ერნანესი, ლულიჩი - კანდრევა - კლოზე (82. ედერსონი).
გაფრთხილება: ბონუჩი (იუვენტუსი).
გაძევება: ერნანესი (63. ლაციო).
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 9-17(5-11); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 39 000

რომა-ვერონა 3:0
გოლები: 1:0 კაჩატორე (56-საკ. კარში), 2:0 პიანიჩი (59), 3:0 ლიაიჩი (66).
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, ბენეტია, კასტანი, ბალცარეტი - დე როსი, სტროტმანი (87. ტადეი), პიანიჩი (72. ბრედლი) - ფლორენცი (52. ლიაიჩი), ტოტი, ჟერვინიო.
ვერონა (4-3-3): რაფაელი - რომულო, მორასი, მაიეტა, კაჩატორე - ჟორჟინიო, დონატი (75. სალა), ალფრედსონი - იანკოვიჩი (65. თალები), მარტინიო, ტონი (75. კაჩა).
გაფრთხილება: ბალცარეტი, ფლორენცი - იანკოვიჩი, თალები.
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 22-10(11-1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 45 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მილანი-კალიარი 3:1
გოლები: 1:0 რობინიო (8), 2:0 მექსე (30), 2:1 საუ (33), 3:1 ბალოტელი (62).
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, მექსე, საპატა, ემანუელსონი - დე იონგი, პოლი (78. ნოჩერინო), მუნტარი - მონტოლივო (88. ელ შაარავი) - რობინიო (66. მატრი), ბალოტელი.
კალიარი (4-3-1-2): აგაცი - დესენა, როსეტინი, არიაუდო, მურუ - კაბრერა (59. იბარბო), კონტი, ეკდალი - ნაინგოლანი - პინილია (71. ნენე), საუ (78. ერიკსონი).
გაფრთხილება: დე იონგი - კონტი.
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 12-25; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 13-8(8-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 50 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ატალანტა-ტორინო 2:0
გოლები: 1:0 სტენდარდო (57), 2:0 ლუკინი (81).
ატალანტა (4-3-3): კონსილი - რაიმონდი, სტენდარდო, იეპესი, დელ გროსო - კონე (55. ლუკინი), კარმონა, ჩიგარინი - ბონავენტურა (ბაზელი), დენისი, ლივაია (90. მორალესი).
ტორინო (3-5-2): პადელი - გლიკი (60. ჩერჩი), როდრიგესი, მორეტი - დარმიანი, ვივესი, ბაშა (81. ფამერუდი), ელ ქადური, დამბროზიო - ლარონდო, იმობილე (87. მეჯორინი).
გაფრთხილება: იეპესი, ჩიგარინი, ლუკინი - დამბროზიო, ლარონდო.
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 8-12(3-2); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 20 000

ბოლონია-სამპდორია 2:2
გოლები: 0:1 ედერი (25), 1:1 მოსკარდელი (40), 2:1 კონე (64), 2:2 გაბიადინი (71).
ბოლონია (4-3-1-2): კურჩი - გარიჩი, ანტონსონი, ნატალი, ჩეხი (65. მანტოვანი) - კრჰინი, კონე, დელა როკა - დიამანტი - მოსკარდელი, ბიანკი (83. აკვაფრესკა).
სამპდორია (3-5-2): და კოსტა - მუსტაფი, პალომბო, კოსტა - დე სილვესტრი (90. ბერარდი), ობიანგი, კრსტიჩიჩი, რენანი (81. სორიანო), რეჯინი - ედერი (74. სანსონე), გაბიადინი.
გაფრთხილება: კრჰინი, კონე, მოსკარდელი - კრსტიჩიჩი, რეჯინი, ედერი.
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 9-10(6-5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 20 000

კატანია-ინტერი 0:3
გოლები: 0:1 პალასიო (19), 0:2 ნაგატომო (56), 0:3 ალვარესი (80).
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ალვარესი (62. როლინი), მონძონი, ლეგროტალიე, სპოლი - პანაიოტისი, ისკო (42. ლოპესი), ალმირონი - ლეტო (67. დუკარა), კასტრო, ბერგესიო.
ინტერი (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, რანოკია, ჟუან ჟესუსი - ჯონათანი (83. ვოლისი), გუარინი (68. ბელფოდილი), კოვაჩიჩი (44. ტაიდერი), კამბიასო, ნაგატომო - ალვარესი - პალასიო.
გაფრთხილება: ანდუხარი, სპოლი, დუკარა - ნაგატომო.
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 9-14(3-7); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 22 000

ჯენოა-ფიორენტინა 2:5
გოლები: 0:1 აკვილანი (10), 0:2 როსი (14), 0:3 გომესი (41), 1:3 ჯილარდინო (54), 1:4 როსი (55), 2:4 ლოდი (60), 2:5 გომესი (90).
ჯენოა (4-3-2-1): პერინი - სამპირიზი, მანფრედინი, პორტანოვა, ანტონელი - ბიონდინი, ლოდი, კუჩკა - სანტანა (90. მათუზალემი), ფლორო ფლორესი (57. კონატე) - ჯილარდინო.
ფიორენტინა (4-3-1-2): ნეტო - ტომოვიჩი, გონსალო, კომპერი, პასკუალი - აკვილანი, პისარო (66. ფერნანდესი), ამბროზინი - ბორხა ვალერო (90. ვოლსკი) - როსი (77. ილიჩიჩი), გომესი.
გაფრთხილება: მანფრედინი - ნეტო, კომპერი.
გაძევება: სამპირიზი (90. ჯენოა).
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 7-13; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 10-13(7-8); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 24 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სასუოლო-ლივორნო 1:4
გოლები: 0:1 გრეკო (43), 1:1 ძაძა (66), 1:2 ემეგარა (69), 1:3 პაულინიო (74), 1:4 ემეგარა (85-პენ.).
სასუოლო (4-3-3): როზატი - გაცოლა, ციგლერი, ტერანოვა, ციგლერი - ჩიბსა (86. ფარიასი), კურტიჩი, მისიროლი - ძაძა, ლარიბი (68. პავოლეტი), ალექსე (64. მაზუჩი).
ლივორნო (3-5-2): ბარდი - ჩეკერინი, ემერსონი, ვალენტინი - სკატარელა (87. ლამბრუგი), ბიაჯანტი, ლუჩი, გრეკო (82. დანკანი), ჯემიტი (70. კოდა) - პაულინიო, ემეგარა.
გაფრთხილება: როზატი - გრეკო.
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 8-10(4-5); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 8 000

უდინეზე-პარმა 3:1
გოლები: 1:0 ბადუ (11), 2:0 ერუ (72), 2:1 კასანო (82), 3:1 მურიელი (89-პენ.).
უდინეზე (3-5-1-1): კელავა - ნალდო, დანილო, ერუ - ბასტა (84. პერეირა), ბადუ, ალანი, ლაძარი, გაბრიელ სილვა - მურიელი - დი ნატალე (69. მაიკოსუელი).
პარმა (3-5-2): მირანტე - კასანი, ლუკარელი, ფელიპე (75. პედრო მენდესი) - ბიაბიანი (75. სანსონე), პაროლო, მუნარი (90. როზი), ვალდესი, გობი - კასანო, ამაური.
გაფრთხილება: კასანი, ლუკარელი, კასანო, პედრო მენდესი (პარმა).
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 12-12(6-1); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 17 000

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
მომდევნო ტური

15 სექტემბერი:
ფიორენტინა-კალიარი, ვერონა-სასუოლო, ინტერი-იუვენტუსი, ლაციო-კიევო, ლივორნო-კატანია, ნაპოლი-ატალანტა, პარმა-რომა, სამპდორია-ჯენოა, ტორინო-მილანი, უდინეზე-ბოლონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბონუჩის 2 უმაგრესი პასი რატომ არ დააფიქსირეთ მიმოხილვაში?!. იუვე ისევ დაუმარცხებლად!!!
maqsime mesxi
17:58 02-09-2013
0

სიახლეები პოპულარული