მარეკ ჰამშიკი: რაფაელ ბენიტესმა 15 გოლის გატანა მთხოვა

AutoSharing Option
სერია A-ს ახალი გათამაშების სტარტზე "ნაპოლის" 26 წლის შემტევი ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი ბრწყინვალედ წარმოჩინდა.

მან ორ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ჩაუდგა სათავეში. სლოვაკის რეკორდი სეზონში 12 გოლია და დიდი ალბათობით, ეს რეკორდი მიმდინარე სეზონში გაუმჯობესდება. მარეკს ჟურნალისტებმა სულაც ბომბარდირობაზე ჩამოუგდეს სიტყვა, რისგანაც თავი შორს დაიჭირა:

"რაფაელ ბენიტესმა სეზონში 15 გოლის გატანა მთხოვა და მჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევა შემიძლია. რაც შეეხება ბომბარდირობას, თქვენ ალბათ ხუმრობთ, რადგან იტალიის ჩემპიონატში ექსტრა-კლასის ფორვარდები ასპარეზობენ. სულ მალე თავდამსხმელები წინ გაიჭრებიან, მე
კი ვეცდები, რომ მათ ძალიან არ ჩამოვრჩე. სეზონის სტარტზე საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩემს
გოლებზე გაცილებით მნიშვნელოვანი გუნდის შედეგებია".

ასევე იხილეთ:
გონსალო იგუაინის პირველი გოლი და მარეკ ჰამშიკის ახალი კონტრაქტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული