მარიო გომესი: მადრიდის "რეალს" უარი ვუთხარი!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების თავდამსხმელმა მარიო გომესმა ფლორენციული კარიერა მშვენივრად დაიწყო: 28 წლის ცენტრფორვარდმა მეორე შეხვედრაში დუბლი შეასრულა და მთელ ფლორენციას მისი იმედი აქვს.

"კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში გომესმა განაცხადა, რომ ზაფხულში მადრიდის "რეალშიც" ეპატიჟებოდნენ, მაგრამ "სამეფო გუნდს" უარი შეუთვალა და გადაწყვეტილება "ფიორენტინას" სასარგებლოდ მიიღო.

"დიახ, კარლო ანჩელოტის ჩემი გადაბირება უნდოდა. იტალიელ სპეციალისტს პირადად ვესაუბრე. მან მითხრა, რომ "რეალში" ვჭირდებოდი, მე კი ვუთხარი, რომ დავფიქრდებოდი, რადგან ჩემს ოჯახში ყველა "რეალის" გულშემატკივარია.

მოგვიანებით მივხვდი, რომ "ფიორენტინაში" თამაში მიჯობდა, რადგან "რეალის" ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ბენზემასთან
უნდა მებრძოლა. ანჩელოტის ინტერესისთვის მადლობა და უარი შევუთვალე,"
- აცხადებს გომესი ხსენებულ ინტერვიუში.

როგორც მიხვდით, მარიომ "რეალში" სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ფლორენციაში მუდმივად თამაში ამჯობინა, რადგან წინ მსოფლიოს ჩემპიონატია და არ უნდოდა, რომ გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრა რისკის ქვეშ დაეყენებინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარიო გომესის არჩევანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული