კაკამ ადრიანო გალიანი აღაფრთოვანა

AutoSharing Option
ხშირად გვიწევს წერა რიკარდო კაკას შესახებ და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან 31 წლის ბრაზილიელი შემტევი 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა "როსონერის".

კაკამ უკვე მიიღო ერთ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა, მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა და თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. ბრაზილიელი მილანელთა შეტევების სულისჩამდგმელი გახლდათ და დამაგვირგვინებელ ფაზაშიც მეტად მწვავე იყო - კაკას შესახებ კომენტარი "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ გააკეთა:

"შვეიცარიულ "კიასოსთან" მატჩს ყურადღებით მივადევნე თვალი და არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით კაკას ვგულშემატკივრობდი. მისი თამაშით აღფრთოვანებული დავრჩი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ისევე
ირჯება, როგორც წლების წინ.

ვფიქრობ, "მილანი" კაკას გუნდია და ჩვენთან კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საუკეთესო თვისებებს. ვესაუბრე ექიმებსაც და მითხრეს, რომ რიკი ისევე ჯანზეა, როგორც ადრე იყო, ძველ, კარგ დროს. მოკლედ, იმედიანად ვართ და გვჯერა, რომ რიკი მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებს".

"კიასოსთან" შეხვედრაში "მილანს" კაპიტნის სამკლავურით სწორედ კაკა გაუძღვა, რაც თურმე მისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო:

"თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მითხრეს, რომ კაპიტანი უნდა ვყოფილიყავი, რამაც ძალიან გამახარა. ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რისთვისაც მწვრთნელ-ფეხბურთელებს მადლობა მინდა გადავუხადო. ახალმა თანაგუნდელებმა თბილად მიმიღეს, რამაც ჩემი არჩევანის სისწორეში დამარწმუნა".

ასევე იხილეთ:
კაკას ხელახალი წარმატებული დებიუტი "მილანში"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული