ადემ ლიაიჩი ვინჩენცო მონტელამ შეაქო

AutoSharing Option
"ფიორენტინას" მესვეურებს ძალიან უნდოდათ ადემ ლიაიჩის შენარჩუნება, მაგრამ ამ უკანასკნელმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, კარიერა სხვაგან უნდა გავაგრძელოო.

21 წლის სერბი შემტევი "რომაში" გადაბარგდა და ახალ გუნდში უკვე გაიტანა კიდეც სადებიუტო გოლი. როგორც ჩანს, ლიაიჩის გადაწყვეტილებამ დიდად არ გააბრაზა "ვიოლას" მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა, რომელიც "კორიერე დელო სპორტს" აქტუალურ თემებზე ესაუბრა, ლიაიჩის ტრანსფერს შეეხო და სერბი კარგად დაახასიათა:

"ჩემი აზრით, "რომას" მესვეურებმა იდეალური გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც ერიკ ლამელას შემცვლელად ადემ ლიაიჩი გადაიბირეს. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, სერბ შემტევს არაფრის
დიდებით არ გავუშვებდი, რადგან მას უდიდესი შესაძლებლობები აქვს. თუ ადემი ვარჯიშებზე კიდევ უფრო მეტად დაიხარჯება, შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს. მინდა ლიაიჩს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო, ჩვენ კი მის გარეშე შევეცდებით წარმატების მიღწევას"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ადემ ლიაიჩი რომში მიდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული