ედუარდო ვარგასი "ნაპოლისთვის" ვარგისია

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ედუარდო ვარგასი ჯერ კიდევ გასული სეზონისთვის დაიმატა, მაგრამ ჩილელმა ფორვარდმა თავი ბევრი ვერაფრით წარმოაჩინა და ამ ზაფხულს, იჯარის წესით, ბრაზილიურ "გრემიოს" მიაშურა.

სამხრეთ ამერიკაში 23 წლის შემტევი შესანიშნავად ათამაშდა, 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და არაერთი საგოლე პასი მიითვალა აქტივში. ამასთან, ედუარდომ ჩილეს ეროვნულ ნაკრებში გაიბრწყინა, როდესაც ესპანეთის ეროვნულ გუნდს ამხანაგურ პაექრობაში ორი გოლი გაუტანა.

ყველაფერ ამან "ნაპოლის" მესვეურები დააფაცურა, რომლებმაც უკვე განაცხადეს, რომ იანვარში ვარგასი აუცილებლად დაუბრუნდება ნეაპოლურ კლუბს. აღნიშნული ცნობა "გრემიოს" სპორტულმა დირექტორმა დაადასტურა:

"ედუარდო იჯარით გვყავს
დამატებული და სამწუხაროდ, მისი ბედი "ნაპოლის" ხელშია. იმედი გვქონდა, რომ ვარგასი ერთი წელი მაინც დარჩებოდა ჩვენთან, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა - იტალიელებმა უკვე გამოგზავნეს წერილი და შეგვატყობინეს, რომ იანვარში ჩილელი შემტევი მათთან უნდა დაბრუნდეს"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-ჩილე 2:2 - ვისენტე დელ ბოსკე "ინგლისელებმა" გადაარჩინეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული