ანტონიო კონტე: მილანის "ინტერი" ჩემპიონობისთვის იბრძოლებს! [VIDEO]

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, მილანში "ინტერთან" გამართული მატჩის (1:1) შემდეგ მეტოქე შეაქო.

ტურინელთა თავკაცის თქმით, მილანელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლიათ.

14 სექტემბერს გამართულ, სერია A-ს მესამე ტურის შეხვედრაში მეტოქეებმა თითო გოლი იკმარეს. ანგარიში მასპინძლებმა 73-ე წუთზე გახსნეს - გოლით მაურო იკარდი გამოირჩა, თუმცა მილანელთა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა - 2 წუთში არტურო ვიდალმა გაათანაბრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ინტერმა" ამ მატჩში დაამტკიცა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია.

თუმცა, ისე არ გამიგოთ, თითქოს "იუვენტუსი" თავის ამბიციებზე უარის თქმას
აპირებდეს.

თამაში ორივე გუნდისთვის ძალიან რთული გამოვიდა. ფეხბურთელებმა თავი არ დაზოგეს და ყოველი ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლეს",
თქვა ანტონიო კონტემ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. III ტურის წინ: დიდი შეტაკება მილანში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული