გუნდის კაპიტანმა განაცხადა, რომ ახალი კონტრაქტით ის "რომაში" 2016 წლის ზაფხულამდე რჩება.
"კლუბის პრეზიდენტის მადლიერი ვარ ამ კონტრაქტისთვის. ეს ის ხელშეკრულებაა, რომლისკენაც ერთნაირად მივისწრაფვოდით მეც და კლუბის ხელმძღვანელობაც.
ის მაძლევს საშუალებას, ისევ ის მაისურა ჩავიცვა, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ეს სიამოვნება კიდევ ორი წლით გამიხანგრძლივდეს. თუ საქმეს დიდი მონდომებით მივუდგებით, ჩვენ ამ ხნის განმავლობაში რაღაც განსაკუთრებულის მიღწევა შეგვიძლია." - განაცხადა ტოტიმ, რომელიც თვის ბოლოსკენ 37 წლის გახდება.
ასევე
რუდი გარსია: ფრანჩესკო ტოტი ფენომენი და ბრწყინვალე ადამიანია