ფრანჩესკო ტოტიმ "რომასთან" კონტრაქტი 2016 წლამდე გააგრძელა

AutoSharing Option
20 სექტემბერს ფრანჩესკო ტოტიმ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ "რომასთან" ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

გუნდის კაპიტანმა განაცხადა, რომ ახალი კონტრაქტით ის "რომაში" 2016 წლის ზაფხულამდე რჩება.

"კლუბის პრეზიდენტის მადლიერი ვარ ამ კონტრაქტისთვის. ეს ის ხელშეკრულებაა, რომლისკენაც ერთნაირად მივისწრაფვოდით მეც და კლუბის ხელმძღვანელობაც.

ის მაძლევს საშუალებას, ისევ ის მაისურა ჩავიცვა, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ეს სიამოვნება კიდევ ორი წლით გამიხანგრძლივდეს. თუ საქმეს დიდი მონდომებით მივუდგებით, ჩვენ ამ ხნის განმავლობაში რაღაც განსაკუთრებულის მიღწევა შეგვიძლია."
- განაცხადა ტოტიმ, რომელიც თვის ბოლოსკენ 37 წლის გახდება.

ასევე
იხილეთ:

რუდი გარსია: ფრანჩესკო ტოტი ფენომენი და ბრწყინვალე ადამიანია
მკითხველის კომენტარები / 1 /
პატივს ვცემ ასეთ ადამიანებს, ერთი ნაღდი კაპიტანია და მეორე ნაღდი პრეზიდენტი, მადლობას რომ ეუბნება მისი გუნდისთვის ძვირფას ხალხს... აბა რიალია გუნდი? რაული ისე გაუშვეს არც დაფიქრებულან....
PARFIUMER
11:25 21-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული