ანდრეა პირლომ შესაძლოა ტურინის "იუვენტუსი" იანვარში დატოვოს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" გუნდის ნახევარმცველ ანდრეა პირლოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება.

Daily Mail-ის ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე 34 წლის ფეხბურთელის კონტრაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებს.

ასევე, წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ შესაძლოა, პირლო ტრანსფერზე დააყენონ. ხოლო პირლოს გადაბირების მსურველებს შორის ინგლისური და ესპანური კლუბები არიან.

გარდა ამისა, ადრე ცნობილი გახდა, რომ ტურინის "იუვენტუსი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის "რეალიდან" ხაბი ალონსოს შეძენას გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული