Daily Mail-ის ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე 34 წლის ფეხბურთელის კონტრაქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებს.
ასევე, წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ შესაძლოა, პირლო ტრანსფერზე დააყენონ. ხოლო პირლოს გადაბირების მსურველებს შორის ინგლისური და ესპანური კლუბები არიან.
გარდა ამისა, ადრე ცნობილი გახდა, რომ ტურინის "იუვენტუსი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის "რეალიდან" ხაბი ალონსოს შეძენას გეგმავს.