"პალერმომ" ჯენარო გატუზო დაითხოვა

AutoSharing Option
სერია B-ში გავარდნილი "პალერმოს" ოდიოზურმა პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ დიდი ზარ-ზეიმით მიიყვანა კლუბში "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ჯენარო გატუზო და თქვა, რომ სიცილიურ კლუბში გატუზოს ერა იწყებოდა.

რა თქმა უნდა, მას არავინ დაუჯერა და აი, 6 ტურის გასვლის შემდეგ ძამპარინიმ გატუზო გუნდიდან გააგდო, ისევე, როგორც მანამდე ათეულობით მწვრთნელი.

"მილანის" ლეგენდას "ბარისთან" 1:2 მარცხი აღარ ეპატია. 6 ტურში "პალერმოს" მხოლოდ 7 ქულა აქვს.

გატუზოს შემცვლელი უკვე ნაპოვნია - ბეპე (ჯუზეპე) იაკინი.

"დიდი მწუხარებით მინდა გაუწყოთ, რომ მომიწია ჯენარო გატუზოს განთავისუფლება. მე ძალიან მომწონს
ჯენარო, ის მონდომებული სპეციალისტია და დიდი საფეხბურთო წარსული აქვს.

მაგრამ, მგონი, მე და მან ვიჩქარეთ, როცა "პალერმოს" მწვრთნელობა ჩავაბარე - დებიუტანტისთვის ეს ძალიან დიდი ნაბიჯი გამოდგა და მან წაიფორხილა.

შედეგებმა დამაჯერეს, რომ შევცდი"
, - განაცხადა ძამპარინიმ.

ასევე იხილეთ:
"პალერმო" - სიცილიური "მილანი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული