"იუვენტუსთან" მატჩისთვის "მილანში" პაოლო მალდინის ვაჟი კრისტიანიც ემზადება [VIDEO]

AutoSharing Option
"მილანის" ლეგენდარული ფეხბურთელის, პაოლო მალდინის უფროსმა ვაჟმა - კრისტიანმა მთავარ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა.

ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.

კრისტიანი, რომელიც ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს, საერთო ჯგუფთან ერთად იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრისთვის მზადებაში მონაწილეობდა. 6 ოქტომბერს "მილანი" ტურინის "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ამრიგად, კრისტიანი "მილანის" ისტორიაში მალდინების ოჯახის მესამე წარმომადგენელი გახდა. მისი მამის გარდა, რომელმაც ამ კლუბში ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოიგო, "როსონერის" ღირსებას მისი პაპა ჩეზარეც იცავდა, რომელმაც 1963 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი დაისაკუთრა.

17 წლის მალდინის
გარდა, მთავარ გუნდთან "ახალგაზრდულის" კიდევ შვიდმა ფეხბურთელმა ივარჯიშა, რომლებმაც ახლახან უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში "აიაქსის" თანატოლთა გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული