იტალია. სერია A. VII ტურის წინ: სუპერმატჩი სუპერმარიოს გარეშე

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ხეირიანად დაწყებული არაა და უკვე ბევრი საინტერესო ჯახი ვიხილეთ...

რომაული დერბი, რომელშიც "რომამ" რევანში აიღო; დიდი იტალიური დერბი, სადაც "ინტერი" "იუვენტუსს" მედგრად დაუხვდა; "ინტერი"-"ფიორენტინა", სადაც მილანელები აგებდნენ და მოიგეს; თუნდაც "იუვენტუსის" მიერ "ლაციოს" კიდევ ერთხელ განადგურება, ან გნებავთ "ნაპოლის" "მილანზე" გამარჯვება.

მოკლედ, იტალიის ჩემპიონატი გვანებივრებს და ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული ტური სწორედ ამ უქმეებზე შედგება...

რომელია მთავარი?
მიუხედავად იმისა, რომ ამავე ტურში "იუვენტუსი"-"მილანის" ჯახი შედგება, ბევრი ტურის ცენტრალურ პაექრობად "რომა"-"ინტერის" დაპირისპირებას მიიჩნევს.

ეს სადღაც ლოგიკურია, რადგან
ბევრისთვის მოულოდნელად, ორივე გუნდმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო. განსაკუთრებით ეს "რომაზე" ითქმის, რომელსაც 6 მატჩიდან 6 მოგება აქვს.

მოკლედ, წინ მეტად საინტერესო თამაში გველის, რომლის პროგნოზირება ურთულესი საქმეა.

მატჩის წინ, ჟურნალისტთა წინაშე ორივე გუნდის მწვრთნელი წარსდგა, კომენტარები კი დაახლოებით იდენტური გაკეთდა - რუდი გარსიამ და ვალტერ მაცარიმ ერთმანეთი შეაქეს, რთული თამაში იწინასწარმეტყველეს და დაგვპირდნენ, დროის დიდ ნაწილს შეტევაში გავლევთო.

შეტევაზე ორიენტირებული უფრო რომაელთა ტაქტიკა-შემადგენლობა იქნება, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება...

შეტევაში დაჭრილი "იები"
"რომას" წარმატების ფონზე, "ლაციო" ჩრდილშია მოქცეული, მაგრამ ამ გუნდს რომ ნებისმიერ დროს შეუძლია სიჩქარის აკრეფვა, ბოლო სეზონებში არაერთხელ დამტკიცდა. "ფიორენტინასთან" თამაშის წინ, ვლადიმირ პეტკოვიჩმა შემდეგი განაცხადა:

"სეზონი ისე ვერ დავიწყეთ, როგორც გვსურდა და დროა, ვითარება გამოვასწოროთ. ამისთვის "ფიორენტინასთან" ჯახი ნამდვილად მისწრებაა, რადგან ძლიერი მეტოქის დამარცხება საკუთარი თავის რწმენას გაგვიზრდის.

ფეხბურთელები საბრძოლველად არიან განწყობილნი და მჯერა, რომ სასურველ მიზანს მივაღწევთ".

"ლაციოსთან" მატჩს "ფიორენტინა" პრობლემებით ხვდება - ჯუზეპე როსი და მარიო გომესი ტრავმირებულნი არიან, მათ ნაცვლად კი ძირითად შემადგენლობაში იოსიპ ილიჩიჩს და რიდერ მატოსს ვიხილავთ; ეს უკანასკნელი ბრაზილიელია და აქამდე არც მისცემია თავის გამოჩენის საშუალება.

ვნახოთ, წინ საინტერესო მატჩი გველის...

ყველაფერი ცენტრში გადაწყდება
ტურის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ტურინში გაიმართება, სადაც "იუვენტუსი" "მილანს" უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ "როსონერი" ცხრილის შუა გულშია გაჭედილი და ბოლო ხანს ვერც "იუვე" ბრწყინავს, ამ გუნდთა ჯახი ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევს.

ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგაზე ხასიათი წაიხდინეს და მის გამოკეთებას "როსონერისთან" შეეცდებიან - სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ანტონიო კონტემ:

"ჩემპიონთა ლიგაზე მძიმე მატჩი გადავიტანეთ და რაც ყველაზე სამწუხაროა, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ამიტომ, გულშემატკივართა წინაშე სარეაბილიტაციოდ გვაქვს საქმე და ეს "მილანთან" უნდა მოვახერხოთ.

"როსონერი" ძლიერ გუნდებთან ყოველთვის მობილიზებულია და ცხადია, რომ წინ ურთულესი მატჩი გველის".


დიდი სამზადისია "მილანის" ბანაკშიც, რომელსაც სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თამაშს დისკვალიფიცირებული მარიო ბალოტელი გამოტოვებს.

სუპერმარიოს აყოფნაში, შეტევის წინა ხაზზე ალბათ რობინიო და ალესანდრო მატრი გაირჯებიან. როგორც მასიმილიანო ალეგრი ამბობს, მთავარი ბრძოლა ცენტრში გაჩაღდება.

იტალია. სერია A. VII ტური
5 ოქტომბერი
ინტერი-რომა 23.15
სავარაუდო შემადგენლობები:
ინტერი (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, რანოკია, ჟუან ჟესუსი - ნაგატომო, გუარინი, კამბიასო, კოვაჩიჩი, პერეირა - ალვარესი - პალასიო.
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი, ბენატია, კასტანი, ბალცარეტი - პიანიჩი, დე როსი, სტროტმანი - ფლორენცი, ჟერვინიო, ტოტი.

დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კივუ, ძანეტი, კარიცო - ბრედლი, დესტრო, მაიკონი, რომანიოლი.

ურთიერთშეხვედრები
სულ 57 თამაში: +24=17-16, (99-85)

კიევო-ატალანტა 20.30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დაინელი, კუპიში - ჯორჯი, კაცოლა, მილიაჩო.
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +4=8-9, (18-25)

6 ოქტომბერი
იუვენტუსი-მილანი 23.15
სავარაუდო შემადგენლობები:
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ისლა, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა - ტევესი, კვალიარელა.
მილანი (4-3-1-2): აბიატი - ძაკარდო, საპატა, მექსე, კონსტანტი - პოლი, დე იონგი, მუნტარი - მონტოლივო - რობინიო, მატრი.

დისკვალიფიკაცია: ბალოტელი (მილანი).
ტრავმა: პეპე, რუბინიო, კასერესი, ლიხტშტაინერი, ვუჩინიჩი - ბონერა, დე შილიო, სილვესტრი, პაცინი, კაკა, ელ შაარავი, ბირსა.

ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +17=14-14, (58-50)

პარმა-სასუოლო 15.00
დისკვალიფიკაცია: ამაური, მარკიონი (პარმა).
ტრავმა: გალოპა, პალეტა - ანტეი, მარონე, ტერანოვა, გომესი.
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +0=2-0, (3-3)

ბოლონია-ვერონა 17.30
დისკვალიფიკაცია: ნატალი (ბოლონია).
ტრავმა: კერუბინი, პაციენცა, ხიმენესი - რაგაცუ, მარტინიო, მორასი.
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +8=2-2, (22-12)

კატანია-ჯენოა 17.30
დისკვალიფიკაცია: ლანცაფამე - მარკეზე.
ტრავმა: ალვარესი, სპოლი, პერუცი - ანტონელი.
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +10=3-6, (25-21)

ნაპოლი-ლივორნო 17.30
დისკვალიფიკაცია: დე ლუკა (ლივორნო).
ტრავმა: მაჯო, ალბიოლი - ბიტა, ჯემიტი, ბიაჯანტი.
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +5=2-2, (10-8)

სამპდორია-ტორინო 17.30
დისკვალიფიკაცია: კოსტა, კრსტიჩიჩი - გაცი, ბარეტო, ჟილე.
ტრავმა: ბერარდი - ლარონდო, როდრიგესი.
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +8=6-6, (22-17)

უდინეზე-კალიარი 17.30
დისკვალიფიკაცია: კონტი (კალიარი).
ტრავმა: დომიცი, პინცი, ბრკიჩი - პიზანო, კოსუ, ეკდალი.
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +17=6-5, (51-28)

ლაციო-ფიორენტინა 23.15
დისკვალიფიკაცია: მაური - ლუკარელი, ოლივერა.
ტრავმა: პერეირინია, ბერიშა, რადუ, ბიავა, ნივარეტი, კონკო, კლოზე - როსი, გომესი, პასკუალი, აგაცი, რებიჩი.
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +7=1-2, (18-8)

ბომბარდირები: 5 - ჩერჩი (ტორინო), როსი (ფიორენტინა); 4 - ჰამშიკი (ნაპოლი); 3 - კალეხონი (ნაპოლი), იგუაინი (ნაპოლი), ვიდალი (იუვენტუსი), ბორხა ვალერო (ფიორენტინა), პაულინიო (ლივორნო), ბალოტელი (მილანი), ტევესი (იუვენტუსი), ჟერვინიო (რომა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული