ფილიპ მექსემ ჯორჯო კიელინის სახეში მუშტი ჩაარტყა [VIDEO]

AutoSharing Option
"მილანს" პრობლემები არ ელევა - ისედაც განახევრებულ შემადგენლობას ფილიპ მექსეც გამოაკლდა.

"ლეგა კალჩოს" სადისციპლინო კომიტეტმა ფრანგ მცველს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

"იუვენტუსთან" საკვირაო მატჩში მექსემ, ანდრეა პირლოს კუთხურის დროს, კეფაში მუშტი ჩასცხო ჯორჯო კიელინის, რასაც წითელი ბარათი მოჰყვა.

დისციპლინარებმა "მილანს" ესეც არ აკმარეს - იმავე მატჩის დროს მისი ტიფოზების უმსგავსო საქციელის გამო "უდინეზესთან" 19 ოქტომბრის საშინაო დაპირისპირებას "როსონერი" უმაყურებლო "სან სიროზე" ჩაატარებს. ამას გარდა, "მილანი" ჯარიმის სახით 50 000 ევროსაც გადაიხდის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული