ყველაზე სასურველი მწვრთნელი
გამოკითხული ფეხბურთელების უმეტესობამ, კერძოდ კი, 32%-მა განაცხადა, რომ ყველაზე დიდი სიამოვნებით ანტონიო კონტესთან იმუშავებდა. მეორე ადგილი "ფიორენტინას" დამრიგებელმა ვინჩენცო მონტელამ დაიკავა, მესამე პოზიციაზე კი "ინტერის" მესაჭე ვალტერ მაცარი გავიდა. ლიდერთა შორის ვერ მოხვდა "მილანის" დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი, რომელსაც, როგორც ჩანს, ფეხბურთელები დიდად არ სწყალობენ.
ყველაზე ძლიერი მცველი
კითხვა ასეც შეიძლება
საუკეთესო შემტევი
აქაც იგივე ფორმით შეიძლება კითხვის დასმა: შემტევი, რომლის განეიტრალება ყველაზე რთულია - რაც უნდა გასაკვირი იყოს, სამეულში ვერ მოხვდა მარიო ბალოტელი და თუ სად მოხვდა "მილანის" ფორვარდი, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. ყველაზე ძლიერ შემტევად ფრანჩესკო ტოტი დასახელდა, შემდეგ ანტონიო დი ნატალე, მესამე ადგილი კი მიროსლავ კლოზემ დაიკავა. როგორც ხედავთ, კლასს ასაკი ვერას აკლებს.
გადაფასებული ფეხბურთელები
ფეხბურთელები, რომლებიც ზედმეტად რეკლამირებულნი არიან და მათ შესაძლებლობებზეც გადამეტებული წარმოდგენა აქვთ... აი, აქ მარიო ბალოტელიმ პირველობა არავის დაუთმო, მეორე ადგილზე მაურო იკარდი გავიდა "ინტერიდან", ხოლო მესამეზე ესეკილ სკელოტო "სასუოლოდან". ბალოტელისა რა გითხრათ და აი, იკარდის კი მართლაც ბევრი აქვს დასამტკიცებელი...
ყველაზე ხელისშემშლელი...
ის, რაც ყველაზე მეტად უშლით სერია A-ში მოასპარეზე ფეხბურთელებს თამაშში ხელს - ფეხბურთელთა აბსოლუტურმა უმეტესობამ რასისტული შეძახილები დაასახელა და იქვე დასძინა, რომ ეს პობლემა თითქმის ყველა ქალაქში და ყველა სტადიონზე დგას. მეორე ადგილზე უხარისხო მინდორი, ხოლო მესამეზე ლაზერები გავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დიდი დანაკლისი "სკუადრა აძურაში": ბალოტელი, ინსინიე და ვერატი დაშავდნენ