"სკუადრა აძურას" სომხეთის ნაკრები სტუმრობს, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს თეორიული შანსი, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავოს. მართალია, ამისთვის საჭიროა, რომ დანიამ საკუთარ კედლებში მალტას ვერ მოუგოს და ბულგარეთი-ჩეხეთის ჯახი მაინცდამაინც ფრედ დასრულდეს, მაგრამ სომხები მაინც ბოლომდე აპირებენ ბრძოლას.
თავის მხრივ, იტალიელებსაც აქვთ გარკვეული მოტივაცია - "აძურას" შესარჩევ ეტაპზე არც ერთი შეხვედრა არ წაუგია და ბუნებრივია, იტალიელებს სტატისტიკის "გაფუჭება" არ სურთ.
მეტსაც გეტყვით, იტალიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის
დანიასთან მატჩი ტრავმის გამო სამმა ფეხბურთელმა გამოტოვა: ლორენცო ინსინიემ, მარკო ვერატიმ და მარიო ბალოტელიმ. თავიდან უფრო მსუბუქი ბალოტელის ტრავმა ჩანდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი ყოფილა - ვერატი და ინსინიე გამოჯანმრთელდნენ, ბალოტელის თამაში კი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამ თემაზე მოკლე კომენტარი "სკუადრა აძურას" მთავარმა ექიმმა, პროფესორმა კასტელაჩიმ გააკეთა:
"ლორენცო ინსინიე და მარკო ვერატი სრულ მზადყოფნაში არიან, მარიო ბალოტელის კი ჯერ კიდევ აწუხებს ფეხი. ვერ გეტყვით, ითამაშებს თუ არა მარიო სომხეთის ნაკრებთან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სატურნირო თვალსაზრისით მატჩი არაფერს წყვეტს, ეს ნაკლებსავარაუდოა. ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ორშაბათს საღამოს გვეცოდინება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დიდი დანაკლისი "სკუადრა აძურაში": ბალოტელი, ინსინიე და ვერატი დაშავდნენ