ფრანჩესკო ტოტის, სავარაუდოდ, ერთი თვე გაუცდება

AutoSharing Option
"რომას" კაპიტან ფრანჩესკო ტოტის, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ნაპოლისთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო, დაახლოებით ერთი თვე უქმობა მოუწევს.

პარასკევს გამართული მატჩის გმირი მირალემ პიანიჩი გახლავთ, რომელმაც ჯერ საჯარიმო დარტყმა აქცია გოლად, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანიც გამოიყენა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:0.

21 ოქტომბერს გამართულმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ 37 წლის თავდამსხმელს მუხლის მყესი აქვს დაზიანებული.

ფრანჩესკოს განმეორებითი გამოკვლევა 10 დღის შემდეგ გაუკეთდება, რის შემდეგაც დადგინდება გამოჯანმრთელების ზუსტი ვადები, თუმცა უკვე შეიძლება თქმა, რომ ის ნამდვილად ვერ ითამაშებს სერია A-ს მე-9
და მე-10 ტურების მატჩებში "უდინეზესა" და "ნაპოლის" წინააღმდეგ.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ვეტერანმა ფეხბურთელმა 8 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ასევე იხილეთ:

რომა-ნაპოლი 2:0: რომაული არდადეგები გრძელდება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული