იტალია. სერია A. IX ტურის წინ: ვის დაუცდება ფეხი?

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების IX ტურში გუნდები ისე დაწყვილდნენ, რომ ცენტრალური მატჩის გამორჩევა გაგვიჭირდება; გრანდთა ჯახს ვერ ვიხილავთ, მაგრამ არაერთი საინტერესო შეხვედრა მაინც გაიმართება.

"ინტერი" "ვერონას" უფრთხის
შაბათის მატჩებიდან მილანური ჯახი უნდა გამოვარჩიოთ, სადაც ერთმანეთის პირისპირ "ინტერი" და "ვერონა" წარგებიან, გუნდები, რომლებიც სატურნირო ცხრილში მეოთხე და მეხუთე ადგილებს იკავებენ.

თუ "ინტერისთვის" ლიდერთა შორის ყოფნა ჩვეულებრივი ამბავია, ვერონელთა ასეთ სტარტს არავინ ლოდა. სერია A-ში ახლადაღზევებული გუნდი სწრაფ, ტექნიკურ და, რაც მთავარია, შედეგიან ფეხბურთს თამაშობს.

ვალტერ მაცარის კვლავაც დიდი დანაკლისი აქვს -
დიეგო მილიტო ისევ დაშავდა და შეტევაში, მთავარ მოქმედ პირად როდრიგო პალასიო რჩება. მის უკან ტრადიციულად რიკი ალვარესი გაირჯება, კიდევ უფრო სიღრმეში კი შემდეგი ხუთეული: ჯონატანი, გუარინი, კამბიასო, ტაიდერი, ნაგატომო. მაცარი მეტოქეს უფრთხის, თუმცა თავისი შეგირდების ეიმედება:

"რთული მატჩი გველის და თუ სამი ქულის მოპოვება გვსურს, მაქსიმალურად მობილიზებულნი უნდა ვიყოთ. "ვერონა" იმ გუნდთა კატეგორიას არ მიეკუთვნება, რომლებიც დაცვაში დგანან და კონტრშეტევებზე ცდილობენ გოლის გატანას. მეტოქე შემოგვიტევს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩემი შეგირდები ვარჯიშიდან ვარჯიშამდე პროგრესირებენ, რაც მოახლოებული რთული მატჩის წინ ოპტიმიზმს მმატებს".

კრიზისამდე ერთი წაფორხილებაა
მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ყველაზე უკეთ "რომამ" დაიწყო, სკუდეტოს მოპოვების მთავარ პრეტენდენტებად კვლავაც "იუვენტუსი" და "ნაპოლი" ითვლებიან.

"ნაპოლი" საკუთარ კედლებში "ტორინოს" ეპაექრება და ბუნებრივია, ფავორიტადაც ითვლება. რაფაელ ბენიტესი ამჯერად ხოსე კალეხონს და გორან პანდევს დაასვენებს, შეტევის წინა ხაზზე გამწესებულ გონსალო იგუაინს კი სავარაუდოდ, მარეკ ჰამშიკი, ლორენცო ინსინიე და დრის მერტენსი დაეხმარებიან. ეს უკანასკნელი იშვიათად ხვდება სასტარტო შემადგენლობაში და როგორც განაცხადა, ბოძებული შანსის ბოლომდე გამოყენებას შეეცდება.

"ტორინო" კვლავაც ალესიო ჩერჩის იმედზეა.

"იუვენტუსი" "ჯენოას" უმასპინძლებს და შეეცდება ორ-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტოს.

ტურინელები ჯერ "ფიორენტინასთან" დამარცხდნენ, შემდეგ კი "რეალთან" და სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე. "გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ანტონიო კონტე 3-5-2 ტაქტიკას დაუბრუნდება, შეტევის წინა ხაზზე კი კარლოს ტევესს და ფერნანდო ლორენტეს გაამწესებს.

"იუვემ" აუიცილებლად უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საფეხბურთო იტალია ტურინული გრანდის კრიზისზე ალაპარაკდება, ეს კი ფეხბურთელთათვის დამატებითი წნეხია.

რთული გასვლები
გასვლითი მატჩები აქვთ "ფიორენტინას" და "მილანს", ფლორენციული გუნდი "კიევოს" სტუმრობს, "როსონერი" კი ემილიაში "პარმასთან" ჩადის.

"მილანმაც" და "ფიორენტინამაც" შუა კვირაში ევროტურნირებზე ითამაშეს, რამაც შესაძლოა მეტოქეებს გარკვეული უპირატესობა მისცეთ. მოკლედ, მასიმილიანო ალეგრის და ვინჩენცო მონტელას გუნდებს რთული გასვლითი მატჩები ელით.

"გაძეტას" მტკიცებით, "მილანი" ალესანდრო მატრის და მარიო ბალოტელის ტანდემით შეუტევს, გამთამაშებელი კი კაკა იქნება. ფლორენციელთა მთავარი იმედი კვლავაც ჯუზეპე როსია, რომლის პასებით მომარაგბაზე ბორხა ვალერო და კომპანია იზრუნებს.

ლიდერი უდინეში
ბოლოს, ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერზე ვთქვათ, რომელიც "სტადიო ფრიულიზე" "უდინეზეს" ესტუმრება.

"რომას" ყველა მატჩი აქვს მოგებული და ბუნებრივია, სტატისტიკის გაფუჭებას არ აპირებს. თუმცა, უდინეში მოგება არ იქნება იოლი და მით უმეტეს, რომაელებს სერიოზული დანაკლისი აქვთ.

ფრანჩესკო ტოტი და ჟერვინიო ტრავმირებულნი არიან, მათ ნაცვლად კი ძირითად შემადგენლობაში ადემ ლიაიჩი და მარკო ბორიელო გაირჯებიან. დაუმატეთ მათ ალესანდრო ფლორენცი და შემტევ ტრიოსაც მივიღებთ.

საპირისპირო მხარეს ტრიოც, კვარტეტიც და კვინტეტიც ერთი კაცია - ანტონიო დი ნატალე.

იტალია. სერია A. IX ტური
26 ოქტომბერი
მილანი. "ჯუზეპე მეაცა". 22.45
ინტერი-ვერონა
დისკვალიფიკაცია: ჰანდანოვიჩი (ინტერი).
ტრავმა: კივუ, ძანეტი, მილიტო, კამპანიარო - რაგაცუ, ჩირილიანო.
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +8=1-0, (20-4)

სამპდორია-ატალანტა 20.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სალამონი, გავაცი, პეტანია, სანსონე - ჯორჯი, კაცოლა, მილიაჩო, ლუკინი, ბონავენტურა.
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +9=3-11, (32-37)

27 ოქტომბერი
ნაპოლი-ტორინო 15.30
დისკვალიფიკაცია: კანავარო - ჟილე.
ტრავმა: ცუნიგა, ბრიტოსი - ლარონდო, ბაშა, ელ ქადური, რიდრიგესი, ბოვო, ფარნერუდი, ბრიგი.
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +3=9-4, (19-19)

ბოლონია-ლივორნო 18.00
დისკვალიფიკაცია: დე ლუკა (ლივორნო).
ტრავმა: კერუბინი, სტოიანოვიჩი, ხიმენესი - ბოტა, გრეკო, ბელინგერი.
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +3=1-1, (4-1)

კატანია-სასუოლო 18.00
დისკვალიფიკაცია: ლეგროტალიე, ალვარესი - მანიანელი.
ტრავმა: სპოლი, ბელუში, მონძონი, ბოატენგი - ვალერი, ტერანოვა, გომესი, მაზუჩი.
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1=0-0, (1-0)

კიევო-ფიორენტინა 18.00
დისკვალიფიკაცია: სარდო, რიგონი (კიევო).
ტრავმა: დაინელი, ბერნარდინი, სესტუ, აკოსტი - გომესი, აგაცი, რებიჩი, ილიჩიჩი, ამბროზინი.
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +5=2-12, (18-26)

იუვენტუსი-ჯენოა 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პეპე, ვუჩინიჩი, კვალიარელა, ლიხტშტაინერი - კალაიო, სანტანა.
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +10=7-1, (39-18)

პარმა-მილანი 18.00
დისკვალიფიკაცია: მექსე (მილანი).
ტრავმა: გალოპა, პალეტა, ოკაკა - ბონერა, დე შილიო, პაცინი, ელ შაარავი, აბიატი.
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +8=11-20, (38-59)

უდინეზე-რომა 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დომიცი - დესტრო, ტოტი, ჟერვინიო.
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +18=10-14, (67-56)

ლაციო-კალიარი 23.45
დისკვალიფიკაცია: მაური (ლაციო).
ტრავმა: კონკო, ლულიჩი, ბიავა, ალფარო - ეკდალი, ავრამოვი, დესენა.
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +15=9-8, (46-29)

ბომბარდირები: 8 - ჯუზეპე როსი (ფიორენტინა); 6 - ალესიო ჩერჩი (ტორინო); 5 - მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), ჟორჟინიო (ვერონა), როდრიგო პალასიო (ინტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული