იტალია. სერია A. X ტურის წინ: შუა კვირის ბატალიები

AutoSharing Option
სანამ იტალიურ სპორტულ პრესაში გასული უქმეების ამბებს არჩევენ, სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მეათე ტურმა აიღო სტარტი. 29 ოქტომბერს "ატალანტამ" "ინტერს" უმასპინძლა, 31 ოქტომბერს "რომა" "კიევოს" მიიღებს, დღეს კი 8 საინტერესო ჯახია...

მთავარი მატჩი ფლორენციაში
უცნაური ამბავი კია, მაგრამ "მილანი"-"ლაციოს" დაპირისპირებაზე მეტ ინტერესს ფლორენციული მატჩი იწვევს. "სტადიო არტემიო ფრანკიზე" ერთმანეთის პირისპირ "ფიორენტინა" და "ნაპოლი" წარდგებიან, გუნდები, რომლებმაც "მილანისა" და "ლაციოსგან" განსხვავებით, კარგად დაიწყეს სეზონი.

ვინჩენცო მონტელას თქმით, მისი გუნდი ოპტიმალურ ფორმაში შედის და ამ უმნიშვნელოვანესი ჯახის წინ ოპტიმისტურ განწყობაზეა. მონტელა კვლავ
3-5-2 ტაქტიკას აირჩევს და ვინაიდან მარიო გომესი ჯერ კიდევ ტრავმირებულია, ჯუზეპე როსის წინა ხაზზე ხოაკინ სანჩესი შეუწყვილდება. "იუვენტუსთან" გამარჯვების შემდეგ ფლორენციაში საფეხბურთო ბუმია, "ნაპოლის" მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

"მილანი"-"ლაციო"
სახელებით თუ ვიმსჯელებთ, ტურის ცენტრალური მატჩი "სან სიროზე" გაიმართება, სადაც "მილანი" "ლაციოს" უმასპინძლებს. ლომბარდიულ გრანდს საქმეები ცუდად მისდის და გამარჯვება ჰაერივით სჭირდება. თავის მხრივ, არც რომაელებს ულხინთ და იოლად არაფერს დათმობს.

კონტე დადუმდა
იტალიურ სპორტულ პრესაში დაიწერა, რომ ანტონიო კონტეს "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორ ჯუზეპე მაროტასთან კამათი მოუვიდა, რაც "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა კატეგორიულად უარყო. კონტე ჟურნალისტებს შემოსწყრა და განაცხადა, რომ "კატანიასთან" მატჩის წინ მედიასთან აღარ იკონტაქტებს. მოკლედ, ანტონიო დროებით დადუმდა და ვნახოთ, როდის ალაპარაკდება.

"იუვე" კრიზისში მყოფ "კატანიას" უმასპინძლებს და წესით, მორიგი სამი ქულა უნდა ჩაიწეროს აქტივში. თუმცა, მეტოქის შეუფასებლობა რომ არ შეიძლება, ეს ჯანლუიჯი ბუფონმა თანაგუნდელებს საგანგებოდ შეახსენა.

ბოლოს, ისიც ვთქვათ, რომ ტური ლიდერის, "რომას" საშინაო მატჩით დასრულდება. დედაქალაქს "კიევო" სტუმრობს და თუ მასპინძლებმა იძალეს, სეზონის სტარტზე მიჯრით მოპოვებული მოგებათა რაოდენობით რეკორდს დაამყარებენ.

X ტური

29 ოქტომბერი
ატალანტა-ინტერი 1:1

30 ოქტომბერი
მილანი-ლაციო 23.45
დისკვალიფიკაცია: მექსე - მაური.
ტრავმა: ბონერა, პაცინი, ელ შაარავი, პაცინი, აბიატი, სილვესტრი - კონკო, დიასი, ლულიჩი, ბიავა, ალფარო, ბილია, ნოვარეტი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +20=17-6, (64-42)

კალიარი-ბოლონია 23.45
დისკვალიფიკაცია: დიამანტი (ბოლონია).
ტრავმა: ეკდალი, პერიკო, საუ - კერუბინი, სტოიანოვიჩი, ხიმენესი, ჩეხი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +7=5-7, (22-23)

ჯენოა-პარმა 23.45
დისკვალიფიკაცია: ლუკარელი (პარმა).
ტრავმა: კალაიო, სანტანა - გალოპა, პავარინი, პალეტა, ოკაკა.
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +3=7-4, (15-19)

ვერონა-სამპდორია 23.45
დისკვალიფიკაცია: მორასი (ვერონა).
ტრავმა: ჩირიალინო - სალამონი, სანსონე.
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +0=5-2, (5-8)

იუვენტუსი-კატანია 23.45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პეპე, ვუჩინიჩი, კვალიარელა, ლიხტშტაინერი - სპოლი, ბელუში, მონძონი, ბოატენგი, ბარიენტოსი.
ბოლო 6 შეხვედრა
5-0-1 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +7=6-1, (23-12)

ლივორნო-ტორინო 23.45
დისკვალიფიკაცია: დე ლუჩა, სილიგარდი - ჟილე, ბაშა.
ტრავმა: ბოტა, ბელინგერი - ლარონდო, ელ ქადური, როდრიგესი, ბოვო, ბრიგი.
ბოლო 6 შეხვედრა
0-2-4 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +5=3-4, (15-11)

სასუოლო-უდინეზე 23.45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვალერი, ტერანოვა, გომესი, მარძორატი - დომიცი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 2-0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

31 ოქტომბერი
რომა-კიევო 23.45
დისკვალიფიკაცია: მაიკონი - ცეზარი.
ტრავმა: დესტრო, ტოტი, ჟერვინიო - კალელო.
ბოლო 6 შეხვედრა
6-0-0 1-0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +10=9-3, (36-15)

30 ოქტომბერი. ფლორენცია. "არტემიო ფრანკი"
ფიორენტინა-ნაპოლი 23.45
დისკვალიფიკაცია: გონსალო (ფიორენტინა).
ტრავმა: გომესი, აგაცი, ილიჩიჩი, ამბროზინი - ცუნიგა, ბრიტოსი.
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 24 თამაში: +10=7-7, (39-25)
სავარაუდო შემადგენლობები
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - რონკალია, კომპერი, სავიჩი - კუადრადო, პისარო, აკვილანი, ბორხა ვალერო, პასკუალი - ხოაკინი, როსი.
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მესტო, ფერნანდესი, ალბიოლი, არმერო - ჯემაილი, ბერამი - კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი - იგუაინი.

ბომბარდირები: 8 - როსი (ფიორენტინა); 6 - ჩერჩი (ტორინო), პალასიო (ინტერი); 5 - ჰამშიკი (ნაპოლი), ფრელო (ვერონა), პაროლო (პარმა), იგუაინი (ნაპოლი), ტევესი (იუვენტუსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული