ანტონიო კონტე: კარლოს ტევესი მოედანზეც ნაყოფიერად მუშაობს და მის გარეთაც [VIDEO]

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სერია A-ს X ტურში, "კატანიასთან" მატჩში გამარჯვების შემდეგ კარლოს ტევესის ნაყოფიერი გარჯა გამოარჩია, რომლის ოჯახს უახლოეს მომავალში კიდევ ერთი წევრი შეემატება.

30 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაში იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ მოედანზე "კატანიას" შანსი არ დაუტოვა - 4:0.

აუტსაიდერთა კარში გოლები არტურო ვიდალმა, კარლოს ტევესმა, ლეონარდო ბონუჩიმ და ანდრეა პირლომ გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მატჩის შემდეგ კონტე, სხვასთან ერთად, კარლოს ტევესის ქმედებასაც გამოეხმაურა, რომელმაც გოლის აღნიშვნისას ბურთი მაისურის ქვეშ ამოიდო. ამით კარლიტომ მინიშნება გააკეთა, რომ მის ოჯახში
ბავშვის დაბადებას მოელიან.

"ჩვენ ორი ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ, რომლებშიც კარი მშრალად შევინახეთ. მთელი ტურნირის განმავლობაში ათი გოლი გავუშვით, რაც უჩვეულო მოვლენაა, რადგან ჩვენი დაცვა ყოველთვის გამოირჩეოდა სიძლიერით.

"რეალსა" და "ფიორენტინასთან" წაგებების შემდეგ ხასიათის გამოკეთება გვჭირდებოდა. კარგი შედეგი ვაჩვენეთ, ზედიზედ ორი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ პროგრესი უნდა გავაგრძელოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძნელი იქნება, რადგან ხშირად ყოველ მესამე დღეს გვიწევს თამაში.

ახლა კი ყველა ჩვენი ფიქრი მხოლოდ "პარმასთან" მომავალ მატჩს უკავშირდება.

კარლოსი ძალიან ცივსისხლიანად მოქმედებს მეტოქის საჯარიმოში. ვფიქრობ, ის ნაყოფიერად არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც მუშაობს”.
- აქვეყნებს კონტეს ნათქვამს Football-Italia.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული