ადრიანო გალიანიმ პსჟ გამორიცხა

AutoSharing Option
მილანური კრიზისის შესახებ ბევრი ითქვა და კიდევ უფრო მეტი დაიწერა. იტალიურ სპორტულ პრესაში აქტიურად მუსირებს აზრი, რომ თვით ადრიანო გალიანი დატოვებს კლუბს და მართვის სადავეებს სილვიო ბერლუსკონის შვილი, ბარბარა ჩაიბარებს. ითქვა ისიც, რომ ბარბარა ბერლუსკონის მთავარი დამხმარე ამ საქმეში პაოლო მალდინი იქნება.

ეჭვები კიდევ ერთმა ინფორმაციამ გააღრმავა, რომელიც გალიანის ფრანგულ პსჟ-ში შესაძლო გადაბარგებას ეხება. ამ თემაზე საგანგებო კომენტარი თავად გალიანიმ გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"მე პსჟ-ში? - ეს იგივეა, რომ ამერიკის სადაზვერვო აგენტი რუსთა ბანაკში გადავიდეს. ერთადერთი საფეხბურთო კლუბი, სადაც
შესაძლებელია ვიმუშაო, ეს "მილანია" და ვმუშაობ კიდეც. ამ ეტაპზე ჩემი კლუბიდან წასვლა არ იგეგმება და შესაბამისად, ახალ სამსახურს არ ვეძებ. თუმცა, ადრე თუ გვიან, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს და მეც პოლიტიკაში წავიდე. დიახ, ეს იდეა მიტაცებს და არაა გამორიცხული, სილვიო ბერლუსკონის პარტიაში გავწევრიანდე".


იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, ადრიანო გალიანიმ უკვე მიიღო შეთავაზება სილვიო ბერლუსკონისგან, რომელიც პარტია "ფორცა იტალიაში" საკმაოდ მაღალ თანამდებობას ითვალისწინებს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მილანი" - ბარბარა ბერლუსკონის რევოლუციისა და პაოლო მალდინის მოლოდინში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული