როგორც "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, ორივე გამოჯანმრთელდა და მზად არის, "სკუადრა აძურას" ნიგერიასთან პაექრობაში დაეხმაროს.
აქვე ვთქვათ, რომ 18 ნოემბერს იტალიელები ლონდონში სწორედ აფრიკელებს გაეჯიბრებიან.
ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ჩეზარე პრანდელი დე როსის და როსის ძირითადი შემადგენლობისთვის მოიაზრებს. სავარაუდოდ, იტალია 4-3-3 ტაქტიკით გაირჯება. ცენტრფორვარდის პოზიციაზე ალბერტო ჯილარდინოს ვიხილავთ, ფლანგებიდან კი მას ალესიო ჩერჩი და ჯუზეპე როსი დაეხმარებიან. ანუ
თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია, მთავარი სიტყვა კი სწორედ პრანდელის ეთქმის.
იტალიის ნაკრებს დანაკლისიც აქვს - ანდრეა ბარცალიმ გერმანიასთან პაექრობისას ტრავმა მიიღო და ნიგერიასთან თამაშს ვერ შეძლებს. მეტიც, დიდი შანსია, ანდრეამ სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩი გამოტოვოს, რომელშიც "იუვენტუსი" "ლივორნოს" ესტუმრება.
ზუსტი დიაგნოზი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება და გავიგებთ, რამდენ ხანს მოუწევს უქმობა ბარცალის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ომი და მშვიდობა "სან სიროზე": გერმანიისთვის იტალია აუღებელ ციხე-სიმაგრედ რჩება [VIDEO]