რომაელებს მადა გაეხსნათ: ვიდიჩი და პასტორე სამიზნეში

AutoSharing Option
იტალიური სპორტული პრესა წალეკა ცნობებმა "რომას" სატრანსფერო გეგმების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, არანაკლებ მასშტაბური იყოს, ვიდრე "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს აქვს დასახული.

როგორც "რაი სპორტი" იუწყება, სეზონის პირველ ეტაპზე მიღწეული წარმატებები საკმარისი საბაბი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კლუბის მფლობელებს გრანდიოზული გეგმები დაესახათ... "რაი სპორტის" მტკიცებით, "რომას" მფლობელმა ტომას დი ბენედეტომ და პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ საქმიანი შეხვედრა გამართეს მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიასთან და იმ ფეხბურთელების სია შეადგინეს, რომელთა გადაბირებაზეც ამ ზამთარს იმუშავებენ. თურმე, დი ბენედეტო და პალოტა გარსიას სურვილების ასრულებას დაპირდნენ.

ამ
თემაზე სტატია დაიწერა "კორიერე დელო სპორტში", სადაც იმ ფეხბურთელთა გვარებია გამოტანილი, რომლებზეც "რომას" მესვეურები ინადირებენ. ნომერ პირველი სამიზნე "მანჩესტერ იუნაიტედის" სერბი მცველი ნემანია ვიდიჩია, რომელიც 2006 წლიდან ინგლისურ გრანდში ასპარეზობს - უკვე 32 წლის გახლავთ და როგორც ამბობენ, გარემოს გამოცვლის წინააღმდეგი არ არის.

რომაელებს 24 წლის ხავიერ პასტორეს გადაბირებაც სურთ, რომელიც პსჟ-ში სათამაშო დროის დეფიციტს განიცდის და ისეთი მონსტრების ჩრდილშია მოქცეული, როგორებიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ედინსონ კავანი და ესეკილ ლავეცი არიან. წესით, პასტორე არ უნდა იყოს იტალიაში დაბრუნების წინააღმდეგი და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ასეთი ამბიციური გუნდი ეპატიჟება.

თუ "კორიერეს" დავუჯერებთ, რომაელთა შედგენილ სიაში შემდეგ გვარებსაც ამოიკითხავთ: ფაბიო კვალიარელა (იუვენტუსი), სალომონ კალუ (ლილი, საფრანგეთი), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი, საფრანგეთი), დარიო ცვიტანიჩი (ნიცა, საფრანგეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"კალჩოში" სიახლეების ქარი ქრის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული