"ინტერის" უიღბლობა თუ კანონზომიერება?

AutoSharing Option
"ბოლონია"-"ინტერის" პაექრობა კვირას, გვიან ღამით გაიმართა და ტურის მიმოხილვაში მასზე არაფერი გვითქვამს.

მილანური გრანდი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა სოლიდურ უპირატესობას, მაგრამ ანგარიშში ეს ვერაფრით ასახა. მასპინძელთა კარი თითქოს დათარსული იყო, მატჩის შემდგომ კი სტუმრები, ძირითადად, უიღბლობაზე საუბრობდნენ.

ვალტერ მაცარი ("ინტერის" მწვრთნელი): "უამრავი მომენტი შევქმენით, მაგრამ მხოლოდ ერთ გოლს დავჯერდით, შედეგად კი უმნიშვნელოვანესი ქულები დავკარგეთ. თუ ასე გავანიავეთ ქულები, სატურნირო ცხრილში მაღალი პოზიციის დაკავება გაგვიჭირდება. განვლილ თამაშს აუცილებლად გავარჩევთ, რათა იგივე აღარ განმეორდეს. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს იღბალმა ზურგი
გვაქცია".


სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი): "საწყენია, რომ ვერ მოვიგეთ და საჭირო ქულები დავკარგეთ. არ შეიძლება დამაგვირგვინებელ ფაზაში ასე თამაში და მომენტების გაცუდება. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში არნახულად მაღალი კონკურენციაა და თუ მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა გვინდა, ასეთი მატჩები აუცილებლად უნდა მოვიგოთ".

"ინტერის" კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ ყველაფერი უიღბლობას დააბრალა, მაგრამ არც მთლად მასე უნდა იყოს საქმე - "ნერაძურის" შეტევაში კვლავაც როდრიგო პალასიოს იმედზე უწევს ყოფნა, რაც სტაბილური ასპარეზობისთვის საკმარისი ნამდვილად არ არის. ფაქტია, რომ ჯერჯერობით ვერც მაურო იკარდი და ვერც ისაკ ბელფოდილი მათზე გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებენ, დიეგო მილიტო კი მუდმივად ტრავმირებულია.

"ბოლონიასთან" მატჩის შემდეგ იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა ერიკ ტოჰირს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობისკენ მოუწოდეს. "ინტერს" მართლაც სჭირდება გაძლიერება - განვლილმა მატჩმა ეს კიდევ ერთხელ დაგვანახვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ერიკ ტოჰირი: მინდა "ინტერის" ახალგაზრდული აკადემია მსოფლიოში საუკეთესო იყოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული