ადრიანო გალიანი: "აიაქსთან" მატჩის შემდეგ "მილანიდან" მივდივარ!

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ დაადასტურა ინფორმაცია თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ და განაცხადა, რომ კლუბს "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის შემდეგ - 12 დეკემბერს დატოვებს, მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება შეხვედრა.

გალიანიმ აღნიშნა, რომ იტალიურ კლუბში თაობათა ცვლის პროცესი არცთუ კარგი წესით ხდება.

"ჩემს რეპუტაციას ძლიერი დარტყმა მიადგა. მე ვტოვებ "მილანს". ეს ჩემპიონთა ლიგაში "აიაქსთან" მატჩის შემდეგ მოხდება.

თაობათა ცვლა - ეს კარგია, მაგრამ არა ასე... შეიძლებოდა, უფრო ელეგანტურად მოქცეულიყვნენ",
- აქვეყნებს გალიანის ნათქვამს Sky Sport Italia.

სავარაუდოდ, გალიანის
ეს გადაწყვეტილება კლუბის მფლობელ სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილთან - ბარბარასთან მის დაძაბულ ურთიერთობას უკავშირდება. ამ უკანასკნელს არაერთხელ უთხოვია მამისთვის, გაეთავისუფლებინა გალიანი.

"მილანში" 69 წლის ფუნქციონერის შემცვლელი, სავარაუდოდ, გუნდის ყოფილი ფეხბურთელი პაოლო მალდინი ან იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დემეტრიო ალბერტინი იქნება.

გალიანი "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი 1986 წელს გახდა.

ასევე იხილეთ:
მარიო, ლუიჯი და შავ-წითელი წინდები
"მილანის" კრიზისი, რომელსაც ბოლო არ უჩანს
"მილანში" სენატორები ბრუნდებიან - ცოტა რამ მილანური რევოლუციის შესახებ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული