გალიანიმ აღნიშნა, რომ იტალიურ კლუბში თაობათა ცვლის პროცესი არცთუ კარგი წესით ხდება.
"ჩემს რეპუტაციას ძლიერი დარტყმა მიადგა. მე ვტოვებ "მილანს". ეს ჩემპიონთა ლიგაში "აიაქსთან" მატჩის შემდეგ მოხდება.
თაობათა ცვლა - ეს კარგია, მაგრამ არა ასე... შეიძლებოდა, უფრო ელეგანტურად მოქცეულიყვნენ", - აქვეყნებს გალიანის ნათქვამს Sky Sport Italia.
სავარაუდოდ, გალიანის
"მილანში" 69 წლის ფუნქციონერის შემცვლელი, სავარაუდოდ, გუნდის ყოფილი ფეხბურთელი პაოლო მალდინი ან იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დემეტრიო ალბერტინი იქნება.
გალიანი "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი 1986 წელს გახდა.
ასევე იხილეთ:
მარიო, ლუიჯი და შავ-წითელი წინდები
"მილანის" კრიზისი, რომელსაც ბოლო არ უჩანს
"მილანში" სენატორები ბრუნდებიან - ცოტა რამ მილანური რევოლუციის შესახებ