მიუხედავად იმისა, რომ "მილანმა" ჩემპიონთა ლიგაში "სელტიკს" 3:0 მოუგო, იტალიის ჩემპიონატში ალეგრის გუნდს იმდენად უჭირს, რომ გლაზგოში მოგებამ ჩემპიონთა ლიგის 2007 წლის გამარჯვებულს მცირეოდენი შვებაც კი ვერ მოჰგვარა. შესაბამისია ის ინფორმაციაც, რომელიც გუშინ გავრცელდა: "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი 27-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ თანამდებობას ტოვებს!
როგორც ჩანს, მოთმინების ფიალა წინა ტურში აივსო, როცა "მილანმა" თვით ისეთ "ჯენოასაც" ვერ მოუგო, რომელიც 54 წუთის
"ჯერ არ ვიცი, კომპენსაციით, თუ კომპენსაციის გარეშე, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დღეებში გადავდგები. შესაძლოა, "აიქსთან" მატჩამდეც მოვიცადო, მაგრამ ის ცხადია, რომ მივდივარ," - განაცხადა გუშინ გალიანიმ და დასძინა, სილვიო ბერლუსკონის ნდობით აღჭურვილ პირს, ბრუნო ერმოლის ამის თაობაზე უკვე ვესაუბრეო.
ცნობილია, რომ 69 წლის გალიანის ბერლუსკონის ქალიშვილი ბარბარა დაუპირისპირდა. 29 წლის ბარბარა ბერლუსკონის, რომელიც 2011 წლიდან "როსონერის" მარკეტინგული სტრატეგია, მიაჩნია, რომ "მილანის" მენეჯმენტს გაახალგაზრდავება სჭირდება.
ჩვენი იტალიელი კოლეგების ინფორმაციით, "მილანს" გალიანის მარჯვენა ხელი, სპორტული დირექტორი აირედო ბრაიდაც დატოვებს. ამბობენ, რომ გალიანის პაოლო მალდინი შეცვლის, რომელმაც კარიერა 2009 წელს დაასრულა. მალდინის გარდა, გალიანის თანამდებობაზე "იუვენტუსის" ყოფილი სპორტული დირექტორის, ფაბრიო პარატიჩისა და "რომას" სპორტული დირექტორი კლაუდიო ფენუჩის კანდიდატურები განიხილება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ადრიანო გალიანი: "აიაქსთან" მატჩის შემდეგ "მილანიდან" მივდივარ!