"მილანი" მოფერიანდა
წინა ნომერში გაცნობეთ, რომ ადრიანო გალიანიმ კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა და ამის შესახებ განცხადებაც გააკეთა. გალიანის განცხადებას იტალიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა, "როსონერის" ტიფოზებმა კი სენიორ ადრიანო, ფაქტობრივად, "გამოიგლოვეს". თუმცა 1-ელ დეკემბერს გავრცელებული ცნობის თანახმად, გალიანი დარჩება კლუბში და გააგრძელებს საქმიანობას ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. ამის შესახებ თვით სილვიო
"გალიანი დარჩება "მილანში" და გააგრძელებს საქმიანობას. ამასთან, კლუბს ეყოლება მეორე ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებს განაგებს - ეს კი ბარბარა ბერლუსკონი იქნება. ჩვენ უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას და ხელიც ჩამოვართვით ერთმანეთს. ამასთან, მეც უფრო აქტიურად ჩავერთვები კლუბის საქმეებში".
მშვიდობიანი შეთანხმებით ფრთაშესხმულმა მილანელებმა "კატანია" მისსავე მოედანზე დაამარცხეს და მიჯრით მეორე გასვლითი გამარჯვება გამოჭედეს. მართალია, სიცილიელები დაწინაურდნენ, მაგრამ ჯერ რიკარდო მონტოლივომ გაქვითა ანგარიში, შემდეგ მარიო ბალოტელიმ საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად. მატჩის საბოლოო შედეგი კაკამ დააფიქსირა".
"მილანმა" სრული უპირატესობით წარმართა შეხვედრა და უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო მოგება. სტუმართა დომინირებას კატანიელი პანაიოტის ტაჩტიდისის გაძევებამაც შეუწყო ხელი. ლომბარდიულ გრანდს გამოჯანმრთელებული სტეფან ელ შაარავი დაუბრუნდა.
ფრეები
"რომამ‘ "ატალანტას" გაუყო ქულები და მიჯრით მეოთხე მატჩში ვერ მოიპოვა გამარჯვება, თუმცა რუდი გარსიას გუნდი ერთადერთია, რომელმაც მარცხის გემო ჯერ არ იცის. არადა, "ჯალოროსი" ახლოს იყო წაგებასთან - დედაქალაქელები კევინ სტროტმანმა გადაარჩინა, რომელმაც 90-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში.
სინიშა მიხაილოვიჩი მილანში "სამპდორიასთან" ერთად დაბრუნდა და გენუაში ქულა წაიღო. მატჩი "ინტერისთვის‘ სასურველი სცენარით დაიწყო - მე-18 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ფრედი გუარინმა გახსნა ანგარიში და თითქოს მილანელთა გამარჯვებას დაუდო სათავე. თუმცა სტუმრები მალე მოეგნენ გონს, ბევრი არაფერი დაუთმეს მეტოქეს და საფინალო სასტვენის წინ გოლიც გაიტანეს. ვალტერ მაცარიმ შეგირდებს მადლობა გადაუხადა და დასძინა:
"დასანანი ქულები დავკარგეთ, მაგრამ რა გაეწყობა, დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. მოედნის ცენტრში ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც ნაწილობრივ, მეტოქის კარგი თამაშით გახლდათ განპირობებული. ზამთრის სატრანსფერო პერიოდი? - გაძლიერება ნამდვილად არ გვაწყენდა, მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკი ნაადრევია".
ლორენტემ "იუვეს" მოაგებინა
კიდევ ერთ წუთს რომ გაეძლო "უდინეზეს", ტურინშიც ფრე დაფიქსირდებოდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში "ვეკია სენიორამ" გატეხა მეტოქე. გამარჯვების გოლი ფერნანდო ლორენტეს ანგარიშზეა, რომელიც გუნდისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება.
სერია A. XIV ტური
პარმა-ბოლონია 1:1
გოლები: 0:1 კონე (10), 1:1 კასანო (23).
პარმა (4-3-3): მირანტე - კასანი, ლუკარელი, პალეტა, გობი - ასკუა (76. პალადინო), მარკიონი, პაროლო - ბიაბიანი (82. ამაური), კასანო, სანსონე.
ბოლონია (3-4-2-1): კურჩი - ნატალი, ანტონსონი, სორენსენი - გარიჩი, პერესი (68. პაციენცა), კრჰინი, მორლეო - კონე, ხრისტოდოლოპულოსი (64. ლაქსალტი) - ბიანკი (90. მოსკარდელი).
გაფრთხილება: კასანი, პალეტა, ლუკარელი, გობი, მარკიონი, კასანო - გარიჩი, პერესი.
გაძევება: სორენსენი (53. ბოლონია).
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 16-7 (8-4); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 16 000
ჯენოა-ტორინო 1:1
გოლები: 0:1 ელ ქადური (7), 1:1 ბიონდინი (69).
ჯენოა (3-4-2-1): პერინი - ანტონინი, პორტანოვა, მარკეზე - ვრსალკო, ბიონდინი, მათუზალემი, ანტონელი (89. გამბერინი) - ჩენტურიონი (90. ფელტფატციდისი), კუჩკა - ჯილარდინო (85. კალაიო).
ტორინო (3-4-1-2): პადელი (53. ლუს გომისი) - გლიკი, ბოვო, მორეტი - დარმიანი, ვივესი (88. ბრიგი), ფარნერუდი, პასკუალე - ელ ქადური (80. ბაშა) - ჩერჩი, იმობილე.
გაფრთხილება: პორტანოვა, მარკეზე, მათუზალემი - ვივესი, ლუს გომისი.
კუთხური: 5-9; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 11-16 (7-10); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 22 000
კატანია-მილანი 1:3
გოლები: 1:0 კასტრო (13), 1:1 მონტოლივო (20), 1:2 ბალოტელი (63), 1:3 კაკა (81).
კატანია (4-3-3): ანდუხარი - პერუცი, როლინი, სპოლი, ბირაგი - პანაიოტისი, მონძონი (61. კეკო), პლაშილი - ბარიენტოსი (88. ლეტო), მაქსი ლოპესი, კასტრო (68. გუარენტე).
მილანი (4-3-2-1): გაბრიელი - პოლი, ბონერა, სილვესტრი, ემანუელსონი - მონტოლივო, ნოჩერინო, დე იონგი - კაკა, ბირსა (74. ელ შაარავი) - ბალოტელი (83. მატრი).
გაფრთხილება: პლაშილი, ბარიენტოსი - პოლი, სილვესტრი, კაკა.
გაძევება: პანაიოტისი (64. კატანია).
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 9-11 (3-7); ბურთის ფლობა: 29%-71%.
მაყურებელი: 18 000
ატალანტა-რომა 1:1
გოლები: 1:0 ბრივიო (51), 1:1 სტროტმანი (90).
ატალანტა (4-4-2): კონსილი - სკალონი (74. ლუკინი), კანინი, კაცოლა, დელ გროსო (30. ბონავენტურა) - კარმონა, ბრიენცა (65. კონე), ჩიგარინი, ბრივიო - მორალესი, დენისი.
რომა (4-4-2): დე სანკტისი - მაიკონი, კასტანი, ბენატია, დოდო - ბრედლი, დე როსი (57. ლიაიჩი), სტროტმანი, ფლორენცი (88. რიჩი) - მარკინიო (62. პიანიჩი), ჟერვინიო.
გაფრთხილება: კანინი, ჩიგარინი, დენისი - ბენატია, ლიაიჩი.
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 20-10; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 5-14 (3-7); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 22 000
კალიარი-სასუოლო 2:2
გოლები: 0:1 მარძორატი (14), 0:2 ძაძა (19), 1:2 ნენე (72), 2:2 საუ (87).
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი - პიზანო, როსეტინი, ასტორი, მურუ (90. დესენა) - კონტი, ნაინგოლანი, ერიკსონი - კოსუ (69. იბრაიმი) - საუ, იბარბო (12. ნენე).
სასუოლო (3-4-3): პეგოლო - მარძორატი, აჩერბი, ბიანკო - კაცოლა, მარონე (85. ჩიბსა), მანიანელი, ლონგი - ძაძა, მაზუჩი (77. ლარიბი), ბერარდი (70. კურტიჩი).
გაფრთხილება: მურუ, ნაინგოლანი - ძაძა.
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 10-12(7-4); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 10 000
კიევო-ლივორნო 3:0
გოლები: 1:0 რიგონი (36), 2:0 თერეუ (56), 3:0 პალოსკი (79).
კიევო (4-5-1): პუჯონი - ფრეი, ცეზარი, დაინელი, დრამე - რიგონი, ლაზარევიჩი (72. სარდო), რადოვანოვიჩი (64. ბენტივოლიო), ესტიგარიბია (77. პალოსკი), ჰეტემაი - თერეუ.
ლივორნო (3-5-2): ბარდი - ჩეკერინი, რინაუდო, ვალენტინი - ბიაჯანტი, სკატარელა (53. ემეგარა), ჯემიტი, ემერსონი, გრეკო - პაულინიო, სილიგარდი (69. ბორა).
გაფრთხილება: ფრეი, დაინელი, დრამე, ჰეტემაი - გრეკო, ემეგარა.
კუთხური: 11-6; ჯარიმა: 14-21; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 14-9 (6-4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 12 000
ინტერი-სამპდორია 1:1
გოლები: 1:0 გუარინი (18), 1:1 რენანი (89).
ინტერი (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, როლანდო, ჟუან ჟესუსი - ჯონატანი, ტაიდერი (62. კოვაჩიჩი), კამბიასო, ალვარესი (86. ბელფოდილი), ძანეტი - გუარინი (82. მუდინგაი) - პალასიო.
სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა - მუსტაფი, გასტალდელო (43. რეჯინი), კოსტა, დე სილვესტრი - ობიანგი (86. რენანი), პალომბო - სორიანო, ედერი, გაბიადინი - პოცი (73. სანსონე).
გაფრთხილება: კამპანიარო, ალვარესი, გუარინი - კოსტა, გამბერინი, ედერი.
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 7-11 (2-5); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 50 000
იუვენტუსი-უდინეზე 1:0
გოლი: 1:0 ლორენტე (90).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - პადოინი (58. ლიხტშტაინერი), პირლო (14. პოგბა), მარკიზიო, ასამოა, დე ჩელიე (76. კვალიარელა) - ტევესი, ლორენტე.
უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - ერუ, დანილო, დომიცი - გაბრიელ სილვა, ბასტა, ლაძარი, ალანი, პერეირა (88. მაიკოსუელი) - ფერნანდესი (61. ბადუ) - დი ნატალე.
გაფრთხილება: ლორენტე, კვალიარელა - ერუ.
კუთხური: 12-4; ჯარიმა: 8-8; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 12-8 (5-4); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 40 000
2 დეკემბერი
ფიორენტინა-ვერონა 22:00
ლაციო-ნაპოლი 00:00
ბომბარდირები: 11 - ჯუზეპე როსი (ფიორენტინა); 8 - ალესიო ჩერჩი (ტორინო); 7 - როდრიგო პალასიო (ინტერი), კარლოს ტევესი (იუვენტუსი), დომენიკო ბერარდი (სასუოლო).
მომდევნო ტური
7 დეკემბერი:
ბოლონია-იუვენტუსი, ლივორნო-მილანი, ნაპოლი-უდინეზე;
8 დეკემბერი:
რომა-ფიორენტინა, კალიარი-ჯენოა, ვერონა-ატალანტა, სამპდორია-კატანია, სასუოლო-კიევო, ტორინო-ლაციო, ინტერი-პარმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"