სილვიო ბერლუსკონის "მილანის" მწვრთნელად კლარენს ზეედორფი სურს

AutoSharing Option
Il Corriere della Sera-ს ინფორმაციით, "მილანის" მთავარი მწვრთნელი შესაძლოა გუნდის ყოფილი ფეხბურთელი კლარენს ზეედორფი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის ზეედორფი ამჟამად "ბოტაფოგოს" ღირსებას იცავს, თუმცა უახლოეს მომავალში მწვრთნელის კურსების გავლას აპირებს, რომ საკუთარ ყოფილ გუნდს სათავეში ჩაუდგეს.

წყაროს ცნობით, ჰოლანდიელის დანიშვნას პირადად კლუბის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი ემხრობა, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ "მილანის" აქტიურ მმართველობას უნდა დაუბრუნდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული