"იუვე"-"რომას" ჰოვარდ ვები განსჯის?

AutoSharing Option
სერია A-ს მომდევნო ტურში, რომელიც 5-6 იანვარს შედგება, ერთი გამორჩეული მატჩი გაიმართება. ტურინში ერთმანეთის პირისპირ "იუვენტუსი" და "რომა" წარსდგებიან.

შეგახსენებთ, რომ "იუვე" ლიდერობს ჩემპიონატს, მისი მთავარი კონკურენტი და უშუალო მდევარი კი სწორედ "ჯალოროსია". ამ მატჩის ირგვლივ უკვე დიდი აჟიოტაჟია, რადგან ორივე ბანაკიდან მწვავე კომენტარები კეთდება. რომაელები და ტურინელები, ძირითადად, იმუქრებიან, რამაც თვით ფედერკალჩოს პრეზიდენტი ჯანკარლო აბეტე შეაშფოთა.

პრეზიდენტმა სთხოვა მხარეებს, რომ მოეშვან უსაფუძვლო განცხადებების კეთებას და თამაშისთვის მშვიდად მოემზადონ. ამასთან, აბეტე უპრეცედენტო ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, "იუვენტუსი"-"რომას" პაექრობა არა იტალიელმა
არბიტრმა, არამედ უცხოელმა უნდა განსაჯოს. საქმე იმაშია, რომ იტალიურ საკლუბო ფეხბურთში მსაჯთა მიკერძოების თემა კვლავაც აქტუალურია, რასაც ხან ანგარება უდგას საფუძვლად და ხანაც ბავშვობის დროიდან მოყოლებული ვნებები და სიმპათიები.

აბეტეს განცხადებას დადებითად გამოეხმაურა "ლეგა კალჩო" და რამდენიმე უცხოელ არბიტრთან მოლაპარაკება წამოიწყო. "კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, პრაქტიკულად, მიღწეულია შეთანხმება ინგლისელ რეფერ ჰოვარდ ვებთან და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, თამაშს სწორედ ის განსჯის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული