შეგახსენებთ, რომ კაპელო "იუვენტუსს" 2004 წლიდან 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა. კაპელომ გუნდს ორი ჩემპიონობა მოაპოვებინა, რომელიც შემდეგ "კალჩოპოლის" სკანდალის გამო გააუქმეს.
"კონტე იტალიის საუკეთესო მწვრთნელია. მან ეს ბოლო დროს ჩატარებული ბრწყინვალე სამუშაოთი დაამტკიცა.
ის დაუღალავად შრომობდა, რომ "იუვენტუსისთვის" გამარჯვებულის მენტალიტეტი დაებრუნებინა, რომელიც გუნდმა სერია B-ში გავარდნისას დაკარგა.
გუნდის თამაშები მთლიანად კონტეს დამსახურებაა. მართალია, ევროპაში უფრო მძლავრი კონკურენციაა, ვიდრე ჩემპიონატში, მაგრამ ვფიქრობ, ადრე თუ გვიან კონტე იქაც მიაღწევს წარმატებას.
რამდენიმე
თუ ისინი უახლოეს დაპირისპირებაში "რომას" მოუგებენ, მაშინ სხვაობა 8 ქულა იქნება და ეს ჩემპიონობაზე სერიოზული განაცხადი იქნება", - თქვა კაპელომ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით