ფაბიო კაპელო: ანტონიო კონტეს "იუვენტუსი" ჩემსას სჯობს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ახალგაზრდა კოლეგა ანტონიო კონტე შეაქო.

შეგახსენებთ, რომ კაპელო "იუვენტუსს" 2004 წლიდან 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა. კაპელომ გუნდს ორი ჩემპიონობა მოაპოვებინა, რომელიც შემდეგ "კალჩოპოლის" სკანდალის გამო გააუქმეს.

"კონტე იტალიის საუკეთესო მწვრთნელია. მან ეს ბოლო დროს ჩატარებული ბრწყინვალე სამუშაოთი დაამტკიცა.

ის დაუღალავად შრომობდა, რომ "იუვენტუსისთვის" გამარჯვებულის მენტალიტეტი დაებრუნებინა, რომელიც გუნდმა სერია B-ში გავარდნისას დაკარგა.

გუნდის თამაშები მთლიანად კონტეს დამსახურებაა. მართალია, ევროპაში უფრო მძლავრი კონკურენციაა, ვიდრე ჩემპიონატში, მაგრამ ვფიქრობ, ადრე თუ გვიან კონტე იქაც მიაღწევს წარმატებას.

რამდენიმე
ფაქტორისა და სტატისტიკური მონაცემების ნახვის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ კონტეს "იუვე" ჩემსას სჯობს. ციფრები არ ტყუიან.

თუ ისინი უახლოეს დაპირისპირებაში "რომას" მოუგებენ, მაშინ სხვაობა 8 ქულა იქნება და ეს ჩემპიონობაზე სერიოზული განაცხადი იქნება",
- თქვა კაპელომ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული