გავრცელებული ინფორმაციით, ანტონიო კონტეს მოწვევა "მონაკოს" სურს. იმასაც ამბობენ, ახალგაზრდა სპეციალისტ უკვე შეხვდა მონტეკარლოელთა ვიცე-პრეზიდენტ ვადიმ ვასილიევსო, მართალია თავად კონტე ამბობს, მომავალზე ამ წუთას არ ვფიქრობ და "იუვენტუსში" თავს კარგად ვგრძნობო, ხოლო ტურინელი კლუბის პრეზიდენტის ანდრეა ანიელის თქმით, იგი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს, პრესაში მაინც იწერება იმის შესახებ, რომ დიდი შანსია, მხარეებმა თანამშრომლობა შეწყვიტონ.
ამ მითქმა-მოთქმას საფუძველს ის აძლევს, რომ "იუვეს" უფროსობა კონტეს ჯერჯერობით ახალ კონტრაქტს არ უფორმებს.
ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობას კი შორსმიმავალი გეგმები აქვს და ამბობენ, "მონაკოს" უფროსები კლაუდიო
რანიერითი ბოლომდე კმაყოფილები არ არიანო. იმასაც ამბობენ, თუ კონტე "მონაკოში" წავა, "იუვენტუსში" მის ადგილს ჩეზარე პრანდელი დაიკავებს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ იტალიის ნაკრების დატოვებას აპირებსო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"