"გადაწყვეტილება უკვე მივიღე. ეს საკითხი ჩემს ოჯახთან და აგენტთან ერთად განვიხილე და გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი ბოლო სეზონია. ყველაფერი ივნისში დასრულდება.
ძალიან მიმძიმს, რადგან უფრო მეტი გოლი გავიტანე "უდინეზეს" მაისურით, ვიდრე ჩემს ცოლთან ვისაუზმე. "უდინეზეს" გამო ვნერვიულობ, რადგან ეს კლუბი ჩემთვის ოჯახივითაა", - თქვა დი ნატალემ.
დი ნატალე კარიერის განმავლობაში "ემპოლიში", "იპერცოლუში", "ვარეზესა" და "ვიარეჯოში" თამაშობდა.
მიმდინარე სეზონში დი ნატალემ 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
მომზადებულია Football Italia-ს