ნიანგმა მასიმილიანო ალეგრის შეურაცხყოფა მიაყენა - ეს ბ***შვილი ალეგრის ბრალია"

AutoSharing Option
იტალიური "მილანიდან" "მონპელიეში" ნახევარწლიანი იჯარით გადასული მბაიე ნიანგი პატარა სკანდალში გაეხვა. სოციალურ ქსელ "ტვიტერში" მას ერთ-ერთმა გულდაწყვეტილმა გულშემატკივარმა მისწერა:

"შენ, უბრალოდ, სათამაშო დრო გინდოდა. ეს ბ***შვილი ალეგრის ბრალია". 19 წლის ნიანგიც ადგა და ეს შეტყობინება გააზიარა. მართალია, მალევე წაშალა, მაგრამ მისი დაფიქსირება არაერთმა ადამიანმა მოასწრო.

მოგვიანებით, ნიანგმა მოიბოდიშა და აღნიშნა, რომ მასიმილიანო ალეგრის პატივს სცემს.

"მე გავაზიარე სტატუსი, რომელიც არ უნდა გამეზიარებინა. როგორც კი ეს გავიაზრე, წავშალე კიდეც. არავის მიმართ არ მსურდა უპატივცემულობის გამოხატვა, მით უმეტეს, იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც
ჩემი სჯეროდა.

ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმეს ვაწყენინე. ახლა კი კმარა ამ უაზრობაზე ლაპარაკი და შუღლის გაღვივება"
, - ნათქვამია ნიანგის განცხადებაში.

ახალგაზრდა თავდამსხმელი ძალიან მოწადინებულია და მომავალ სეზონში ისევ "მილანში" აპირებს თავის დამკვიდრებას, მაგრამ ეს ამბავი მისსა და ალეგრის ურთიერთობაზე ალბათ არც ისე დადებითად იმოქმედებს.

თუმცა, თუ "როსონერი" ნიანგის დატოვებას და დაბრუნებას გადაწყვეტს, საკითხავი სხვა რამეც არის - დახვდება კი მას იქ მწვრთნელად ისევ ალეგრი?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული