"შენ, უბრალოდ, სათამაშო დრო გინდოდა. ეს ბ***შვილი ალეგრის ბრალია". 19 წლის ნიანგიც ადგა და ეს შეტყობინება გააზიარა. მართალია, მალევე წაშალა, მაგრამ მისი დაფიქსირება არაერთმა ადამიანმა მოასწრო.
მოგვიანებით, ნიანგმა მოიბოდიშა და აღნიშნა, რომ მასიმილიანო ალეგრის პატივს სცემს.
"მე გავაზიარე სტატუსი, რომელიც არ უნდა გამეზიარებინა. როგორც კი ეს გავიაზრე, წავშალე კიდეც. არავის მიმართ არ მსურდა უპატივცემულობის გამოხატვა, მით უმეტეს, იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც
ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმეს ვაწყენინე. ახლა კი კმარა ამ უაზრობაზე ლაპარაკი და შუღლის გაღვივება", - ნათქვამია ნიანგის განცხადებაში.
ახალგაზრდა თავდამსხმელი ძალიან მოწადინებულია და მომავალ სეზონში ისევ "მილანში" აპირებს თავის დამკვიდრებას, მაგრამ ეს ამბავი მისსა და ალეგრის ურთიერთობაზე ალბათ არც ისე დადებითად იმოქმედებს.
თუმცა, თუ "როსონერი" ნიანგის დატოვებას და დაბრუნებას გადაწყვეტს, საკითხავი სხვა რამეც არის - დახვდება კი მას იქ მწვრთნელად ისევ ალეგრი?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"