ანდრეა პირლო ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი ანდრეა პირლო კლუბთან ახლო მომავალში კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

34 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის ვადა 2014 წლის ზაფხულში იწურება.

პირლომ "იუვენტუსისგან" ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ წინადადება მიიღო. ამის შესახებ CNN-ის ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი იტყობინება.

კონტრაქტის ფინანსური დეტალები ჯერ არ ხმაურდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული