იტალია. სერია A. XIX ტური: რეკორდული "იუვე" [VIDEO]

AutoSharing Option
მე-19 ტურში ლიდერებმა იოლად იმარჯვეს: "იუვენტუსმა” "კალიარი” დაიბრიყვა, "ნაპოლიმ” - "ვერონა”, "რომამ” კი "ჯენოას” შავი დღე აყარა. ამრიგად, ლიდერთა ტრიო კიდევ უფრო გამოიკვეთა, თუმცა გასულ უქმეებზე სხვა საინტერესო ამბებიც ხდებოდა.

"ლაციომ" ვერ ივარგა, "პარმა" პროგრესირებს
გასულ ტურში "ლაციომ" "ინტერი" დაამარცხა - ედუარდო რეიას ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა, მაგრამ ამ უქმეებზე რომაელებმა ვერ ივარგეს. მართალია, "ბოლონიასთან" გასვლითი ფრე სამარცხვინო შედეგად ვერ ჩაითვლება, მაგრამ თამაშით სტუმრები აშკარად დაიჩაგრნენ.

რეიას გუნდს ერთხელაც არ დაურტყია კარის ჩარჩოში და ეს მაშინ, როდესაც მასპინძლებს არაერთხელ შეეძლოთ გოლის
გატანა. რატომღაც, "ბიანკოჩელესტეს" მწვრთნელმა "ინტერთან" არჩეულ 4-2-3-1 სქემაზე უარი თქვა და გუნდი ისევ 4-5-1-ზე გადააწყო, რამაც აშკარად არ გაამართლა - როგორც "გაძეტა დელო სპორტი" წერს, ვიხილეთ ისევ ის "ლაციო", რომელიც ვლადიმირ პეტკოვიჩის თავკაცობით წვალობდა.

მოკლედ, "ლაციომ" ვერ ივარგა და ძველ-ახალ მწვრთნელსაც ალბათ კიდევ ერთხელ მოუწევს ტაქტიკა-სტრატეგიის შეცვლა.

სამაგიეროდ, "პარმა" ბრწყინავს; ემილიელებმა წინა ტურში "ტორინო" დაიბრიყვეს, ამ უქმეებზე კი "ლივორნოს" წირვა გამოუყვანეს. რობერტო დონადონის შეგირდებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ დამაგვირგვინებელ ფაზაში, მეტსაც შეძლებდნენ. "პარმა" პროგრესირებს და თუ ასე გააგრძელა, ევროსაგზურისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

"ფიორეს" შეტევაში უჭირს
საინტერესო მატჩი გაიმართა ტურინში, სადაც "ტორინომ" "ფიორენტინა" მიიღო. მატჩი უგოლო ყაიმით დასრულდა, თუმცა გუნდებს არაერთხელ შეეძლოთ გოლის გატანა. მომენტები ორივე კართან მრავლად შეიქმნა, მაგრამ შემტევები დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ.

ეს სადღაც ლოგიკურია, რადგან ორივე გუნდს მთავარი მეგოლეები დაშავებული ჰყავს - "ფიორენტინას" მარიო გომესი და ჯუზეპე როსი აკლია, "ტორინოს" კი ჩირო იმობილე. აშკარაა, რომ ფლორენციული კლუბის მესვეურებს სატრანსფერო ბაზარზე მართებთ აქტიურობა - გამტანი თავდამსხმელის გარეშე ვინჩენცო მონტელას გუნდს ძალიან გაუჭირდება დასახული მიზნისთვის ბრძოლა.

ლიდერები სრული სვლით
ჩემპიონატის ლიდერებმა თავიანთი შეხვედრები კვირას გამართეს: შედარებით გაუჭირდა "იუვენტუსს", რომელსაც "კალიარი" თითქმის 80 წუთის განმვლობაში უძალიანდებოდა - თუმცა შემდეგ გატყდა და ერთბაშად სამი გოლი გაუშვა.

არადა, სარდინიელებმა თამაში ბრწყინვალედ დაიწყეს და პირველი ტაიმის შუაწელს გახსნეს კიდეც ანგარიში. თუმცა ნელ-ნელა სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეხვედრის მიწურულს გოლებში აისახა.

ტურინელთა შორის ორჯერ ფერნანდო ლორენტე გამოირჩა, ერთხელ შტეფან ლიხტშტაინერი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი მაინც კლაუდიო მარკიზიომ გაიტანა; ანგარიში 1:1 იყო, როდესაც მარკიზიომ შორი მანძილიდან გაისროლა და ბურთი მეტოქის ბადეში გაახვია.

საგულისხმოა, რომ თამაშს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი ესწრებოდა, რომელსაც კლაუდიოს თავისთან წაყვანა სურს. და ერთიც, "იუვემ" მიჯრით მე-11 მატჩი მოიგო, რაც ახალი რეკორდია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სიყვარულის ქალაქში ბრძოლა არ შედგა - "ნაპოლიმ" მალევე იგდო ხელთ უპირატესობა, პირველივე ტაიმში გაუტანა მეტოქეს და მეორეში ანგარიში გამანადგურებელი გახადა. ისევ გამოირჩა დრის მერტენსი, პირველი გოლი გაიტანა სეზონში ლორენცო ინსინიემ და ერთიც ბლერიმ ჯემაილმა შეაგდო, 0:3.

რაფაელ ბენიტესი იმუქრება, სეზონის მეორე ნახევარს აღმაფრენით ჩავატარებთო და ჯერჯერობით ასრულებს თავის სიტყვას.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"რომამ" "ჯენოას" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. რუდი გარსიამ შემტევთა ის ტრიო დააყენა ძირითად შემადგენლობაში, რომელიც სეზონის სტარტზე მეტოქეებს შიშის ზარს სცემდა და ამან გაუმართლა კიდეც - ფრანჩესკო ტოტი, ჟერვინიო და ალესანდრო ფლორენცი გენუელებმა ვერ შეაჩერეს, რაზეც ანგარიში ყველაზე უკეთ მეტყველებს.

შეტევაში ეფექტურად გაისარჯნენ მცველებიც - დუგლას მაიკონმა და მეჰდი ბენატიამ თითოჯერ დაარტყეს შედეგიანად. ამრიგად, "რომამ" გადაურბინა მეტოქეს და დაგვანახვა, რომ ტურინული ფიასკო უკვე დავიწყებულია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იტალია. სერია A. XIX ტური
ლივორნო-პარმა 0:3
გოლები: 0:1 პალადინო (2), 0:2 ამაური (86), 0:3 ამაური (90-პენ.).
ლივორნო (3-5-1-1): ბარდი - ჩეკერინი, რინაუდო, ემერსონი - პიჩინი (76. ემეგარა), ბენასი, ბიაჯანტი (26. სილიგარდი), ლუჩი, მბაიე (63. დუნკანი) - გრეკო - პაულინიო.
პარმა (4-3-3): მირანტე - როზი, ლუკარელი, მენდესი, გობი - ასკუა, მარკიონი, პაროლო - ბიაბიანი (69. სანსონე), ამაური, პალადინო (84. პალეტა).
გაფრთხილება: მბაიე - ლუკარელი.
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 21-12; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 12-8(5-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 12 000

ბოლონია-ლაციო 0:0
ბოლონია (3-5-1-1): კურჩი - ნატალი, ანტონსონი, კერუბინი (72. ჩეხი) - გარიჩი, კონე, პაციენცა, ხრისტოდოლოპულოსი, მორლეო (80. კრჰინი) - დიამანტი - ბიანკი.
ლაციო (4-5-1): ბერიშა - კავანდა, ბიავა, დიასი, ლულიჩი - ლედესმა, გონსალესი (90. ონაზი), კანდრევა (72. ედერსონი), ერნანესი, ანდერსონი (72. კეიტა) - კლოზე.
გაფრთხილება: კონე, პაციენცა - ბიავა, ლედესმა.
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 11-2(4-0); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 25 000

ტორინო-ფიორენტინა 0:0
ტორინო (3-5-2): პადელი - მაქსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - დარმიანი, გაცი, ბაშა (78. ბრიგი), ფარნერუდი, პასკუალე - ჩერჩი, ბარეტო (69. მეჯორინი).
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი, რონკალია - ფერნანდესი (78. ამბროზინი), პისარო, ბორხა ვალერო - ხოაკინი (85. მატოსი), კუადრადო - ილიჩიჩი (63. იაკოვენკო).
გაფრთხილება: რონკალია (ფიორენტინა).
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 9-8; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 6-11(5-2); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 20 000

ატალანტა-კატანია 2:1
გოლები: 1:0 დენისი (67-პენ.), 2:0 მორალესი (86), 2:1 ლეტო (89).
ატალანტა (4-4-1-1): სპორტიელო - ბენალუანი, ლუკინი, სტენდარდო, ბრივიო - ბრიენცა (73. დელ გროსო), ჩიგარინი (83. ბაზელი), ბონავენტურა, მილიაჩო - მორალესი (90. კონე) - დენისი.
კატანია (4-3-3): ფრიზონი - პერუცი, სპოლი, როლინი, ბირაგი (72. ლეტო) - ისკო (80. ბოატენგი), ლოდი, პლაშილი - კასტრო, ბარიენტოსი, ბერგესიო.
გაფრთხილება: ბენალუანი, ჩიგარინი - პერუცი, ლოდი, ბარიენტოსი.
კუთხური: 8-10; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 11-10(8-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 20 000

კალიარი-იუვენტუსი 1:4
გოლები: 1:0 პინილია (21), 1:1 ლორენტე (31), 1:2 მარკიზიო (73), 1:3 ლორენტე (76), 1:4 ლიხტშტაინერი (80).
კალიარი (4-3-1-2): ადან გარიდო - პიზანო (77. კაბრერა), როსეტინი, ასტორი, მურუ - დესენა, ეკდალი (82. პერიკო), კონტი - კოსუ - საუ (65. იბარბო), პინილია.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი (83. პადოინი), პოგბა, პირლო (66. მარკიზიო), ასამოა - ტევესი (80. ჯოვინკო), ლორენტე.
გაფრთხილება: კოსუ - კასერესი.
გაძევება: პინილია (86. კალიარი).
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 13-8; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 6-13(3-9); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 6 000

ვერონა-ნაპოლი 0:3
გოლები: 0:1 მერტენსი (27), 0:2 ინსინიე (72), 0:3 ჯემაილი (76).
ვერონა (4-3-3): რაფაელი - კაჩატორე, მორასი, მაიეტა, აგოსტინი - რომულო, ფრელო, ალფრედსონი (68. მარტინიო) - გომესი (78. კაჩა), იტურბე (81. დონადელი), ტონი.
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, ალბიოლი, ფერნანდესი, არმერო - ინლერი (82. რადოშევიჩი), ჯემაილი - პანდევი (67. ინსინიე), კალეხონი, მერტენსი - იგუაინი (80. ბრიტოსი).
გაფრთხილება: კაჩატორე - ჯემაილი.
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 6-13(2-8); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 30 000

რომა-ჯენოა 4:0
გოლები: 1:0 ფლორენცი (26), 2:0 ტოტი (30), 3:0 მაიკონი (43), 4:0 ბენატია (52).
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი (83. იედვა), ბენატია, ბურდისო, დოდო - სტროტმანი, პიანიჩი (71. დესტრო), ნაინგოლანი - ფლორენცი (78. მარკინიო), ჟერვინიო, ტოტი.
ჯენოა (3-5-1-1): პერინი - ანტონინი, მანფრედინი, მარკეზე - მათუზალემი, ბიონდინი, კაბრალი, ვრსალკო (69. დე მაიო), ანტონელი - ბერტოლაჩი (62. კოფიე) - კალაიო (82. კონატე).
გაფრთხილება: კოფიე (ჯენოა).
გაძევება: მათუზალემი (58. ჯენოა).
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 7-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 14-0(8-0); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 45 000

სასუოლო-მილანი 4:3
გოლები: 0:1 რობინიო (9), 0:2 ბალოტელი (13), 1:2 ბერარდი (15), 2:2 ბერარდი (28), 3:2 ბერარდი (41), 4:2 ბერარდი (47), 4:3 მონტოლივო (86).
სასუოლო (3-4-3): პეგოლო - ანტეი, ბიანკო, მანიანელი - გაცოლა, კურტიჩი, ჩიბსა, ლონგი - ბერარდი (78. სკელოტო), ძაძა (84. ფლორო ფლორესი), ციგლერი.
მილანი (4-3-2-1): აბიატი - დე შილიო, საპატა, ბონერა, ემანუელსონი - კრისტანტე, ნოჩერინო (55. მონტოლივო), დე იონგი - რობინიო (65. ჰონდა), კაკა - ბალოტელი.
გაფრთხილება: პეგოლო, ანტეი, გაცოლა, ციგლერი, ძაძა - დე შილიო, ბონერა, ბალოტელი.
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 18-23; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 9-14(8-7); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 20 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

13 იანვარი
სამპდორია-უდინეზე 22.00
ინტერი-კიევო 00.00

ბომბარდირები:
14 - ჯუზეპე როსი (ფიორენტინა); 11 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი), დომენიკო ბერარდი (სასუოლო); 10 - როდრიგო პალასიო (ინტერი); 9 - ალესიო ჩერჩი (ტორინო), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ჩირო იმობილე (ჯენოა), ლუკა ტონი (ვერონა).

მომდევნო ტური
18 იანვარი:
რომა-ლივორნო, იუვენტუსი-სამპდორია;

19 იანვარი:
უდინეზე-ლაციო, ატალანტა-კალიარი, კატანია-ფიორენტინა, ჯენოა-ინტერი, ბოლონია-ნაპოლი, კიევო-პარმა, სასუოლო-ტორინო, მილანი-ვერონა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული