ჯოვანი ტრაპატონი "ლივორნოს" სათავეში?

AutoSharing Option
სერია A-ს გასული ტური არა მარტო მასიმილიანო ალეგრისთვის, დავიდე ნიკოლასთვისაც საბედისწერო გამოდგა - "ლივორნოს" მესვეურებმა "პარმასთან" საშინაო მატჩში განადგურება ვეღარ მოითმინეს და მწვრთნელს კარისკენ მიუთითეს.

აქვე ვთქვათ, რომ განვლილი 19 ტურის შემდეგ "ლივორნოს" აქტივში მხოლოდ 13 ქულაა და გუნდი ბოლოს წინა ადგილზეა სატურნირო ცხრილში.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "ლივორნოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება: დომენიკო დი კარლო, სერსე კოზმი და ჯოვანი ტრაპატონი. ბუნებრივია, ყველაზე დიდ ინტერესს ტრაპატონი იწვევს, რომელიც ბოლოს ირლანდიის ეროვნულ გუნდს ედგა სათავეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული