მართალია, "როსონერის" დამარცხება აღარავის უკვირს, მაგრამ მაშინ, როდესაც ევროსაგზურის მოპოვების ყველაზე რეალური შანსი ლომბარდიელებს სწორედ თასზე ჰქონდათ, კიდევ ერთი მარცხი ნაკლებად სავარაუდო იყო. მით უმეტეს, ასევე კრიზისში მყოფ "უდინეზესთან".
"მილანმა" მხოლოდ პირველი 15-20 წუთი ივარგა, კარგად შეუტია და გოლიც გაიტანა, მაგრამ შემდეგ სრულ უპირატესობას სტუმრები
გადამწყვეტი ბურთი მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე გავიდა, როდესაც შეცვლაზე შესულმა ნიკო ლოპესმა დრიბლინგი გამოაცხო და უძლიერესი დარტყმით მეკარისაგან მარცხენა დაბალი კუთხე დალაშქრა - 1:2 და "უდინეზემ" ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
სახიფათო მომენტების უმრავლესობა სწორედ "მილანის" კართან შეიქმნა და სტუმრებმა სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს. რაც შეეხება "მილანს", გუნდმა უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა - ნათელია, რომ კლარენს ზეედორფს ზღვა სამუშაო აქვს, მაგრამ საკითხავი ისაა, იცის კი ზემ მუშაობა?
კლარენს ზეედორფი (მილანი): "ფეხბურთელები მაქსიმალურად დაიხარჯნენ და მათ მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს. ბევრი ხარვეზია, გუნდური მექანიზმი მოშლილია, მე კი სასწაულმოქმედი არ ვარ, რომ ერთ დღეში ყველაფერი გამოვასწორო. მთავარია, რომ პოტენციალი არის და ეს "უდინეზესთან" მატჩმაც გამოაჩინა. დავინახე ის პოზიტივი, რომელსაც უნდა მოვეჭიდოთ და რომლის საფუძველზეც ახალი გუნდი ავაშენოთ".
მილანი-უდინეზე 1:2
გოლები: 1:0 ბალოტელი (6), 1:1 მურიელი (41-პენ.), 1:2 ლოპესი (78).
მილანი (4-3-2-1): აბიატი - დე შილიო, რამი, საპატა (36. მექსე), ემანუელსონი (87. აბატე) - დე იონგი, ბირსა, ნოჩერინო (82. ჰონდა) - კაკა, რობინიო - ბალოტელი.
უდინეზე (3-5-1-1): ბრკიჩი - დომიცი, ვიდმარი, დანილო - გაბრიელ სილვა, ერტო, ლაძარი (90. პინცი), ალანი, ბადუ - ფერნანდესი (69. პერეირა) - მურიელი (75. ლოპესი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"