ნაპოლი-ლაციო 1:0. რაფაელ ბენიტესი: გამარჯვება დავიმსახურეთ [VIDEO]

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა იტალიის თასის მეოთხედფინალში "ლაციოსთან" გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

29 იანვარს, ნეაპოლში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა რომაელებს მინიმალური ანგარიშით სძლიეს. მატჩის ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე გონსალო იგუაინმა გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
რაფაელ ბენიტესმა, თამაშის შეფასებასთან ერთად, "ნაპოლის" ახალწვეულ ჟორჟინიოზეც ილაპარაკა. ამ მატჩში 22 წლის ნახევარმცველი პირველად წარსდგა "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობაში. ჟორჟინიომ გაფრთხილება მიიღო და მწვრთნელმა ის კომპენსირებულ დროში შეცვალა.

"ლაციომ" თავისი ძალა და სისწრაფე წარმოაჩინა, მაგრამ ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება და მომავალშიც ბოლომდე ვიბრძოლებთ.

რაც შეეხება ჟორჟინიოს, მან
კარგი შეხვედრა ჩაატარა. ის იმ მოთამაშეებს მიეკუთვნება, რომლებსაც შეუძლიათ, თამაშის ხასიათი მისი მიმდინარეობისას შეცვალონ, რაც მნიშვნელოვანია",
- აქვეყნებს ბენიტესის ნათქვამს იტალიური პრესა.

იტალიის თასის ნახევარფინალში "ნაპოლის" მეტოქე კიდევ ერთი რომაული კლუბი - "რომა" იქნება. მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს "უდინეზე" და "ფიორენტინა" დაუპირისპირდებიან. ამ სტადიის შეხვედრები 5 და 12 თებერვალს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული