თუმცა, დღესდღეობით, ამ ორ გუნდს შორის სხვაობა კოლოსალურია და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ტურინელთაგან უფრო უკანახაზელები გამოირჩნენ: ჯერ შტეფან ლიხტშტაინერმა შეაგდო, შემდეგ ჯორჯო კიელინიმ და ბოლოს არტურო ვიდალის ჯერიც დადგა. "იუვე" დამაჯერებლად მიიწევს მორიგი სკუდეტოსკენ.
დიდი იტალიური დერბი გამორჩეული მოვლენაა, მაგრამ არც სხვა შეხვედრების დავიწყება შეიძლება: შაბათს "მილანმა" და "ფიორენტინამ"
ხელმოცარულნი
მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილში "ტორინო" უფრო მაღლაა, ვიდრე "მილანი" და უკეთეს ფეხბურთსაც თამაშობს, "სან სიროზე" ფავორიტად მაინც ლომბარდიული გრანდი იყო შერაცხილი. ეს ლოგიკურიცაა, რადგან "მილანი" მაინც "მილანია" და თანაც, კლარენს ზეედორფის მისვლის შემდეგ "როსონერიმ" მიჯრით ორი მატჩი მოიგო სერია A-ში. მოკლედ, უმრავლესობა ლომბარდიელთა ტრიუმფის მოლოდინში იყო, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა.
"ტორინო" საკუთარ ნახევარზე გამაგრდა, ალესიო ჩერჩი და ჩირო იმობილე კი კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოდ მოქმედებდნენ. სწორედ ასეთ კონტრიერიშს მოჰყვა ტურინელთა გოლი, როდესაც იმობილემ ერთი მოძრაობით მოხდენილად ჩამოიცილა დანიელე ბონერა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და გახსნა კიდეც ანგარიში. არანაკლებ მწვავედ მოქმედებდა ჩერჩი, რომელიც ფლანგიდან ქმნიდა ხიფათს.
ტურინელთა კარგად ორგანიზებულ გუნდს მილანელებმა ბევრი ვერაფერი დაუპირისპირეს - კლარენს ზეედორფის შეგირდებს თითქოს სირბილი უჭირთ და თვითონ მწვრთნელიც ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, სად მოხვდა და რა ფუნქცია აკისრია. ჯერჯერობით, "მილანი" მხოლოდ ცალკეულ ფეხბურთელთა ინდივიდუალური ოსტატობის იმედზეა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. საპასუხო გოლიც ინდივიდუალური ოსტატობის შედეგი იყო - ადილ რამიმ ერთ მეურვეს გვერდი კარგად აუარა, უძლიერესად დაარტყა და ბურთი ბადეში გაახვია - 1:1.
მილანელები დიდი ძალებით გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე, მაგრამ მათი იერიშები იმდენად სწორხაზოვანი იყო, რომ სტუმრებს ანგარიშის შენარჩუნება არ გასჭირვებიათ. ზეედორფმა მეტოქის კარგ გარჯას გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ ასეთ გუნდებთან თამაშისას შეტევაში მეტი ფანტაზიაა საჭირო.
"ფიორენტინამ" სულაც წააგო და სამივე ქულა სარდინიაზე დატოვა. "კალიარი" სათამაშო უპირატესობას ფლობდა გაცილებით ამბიციურ მეტოქესთან და დამსახურებულად გაიტანა გამარჯვების გოლი. მატჩის გმირი მაურისიო პინილია გახდა, რომელსაც კიდევ არაერთი გოლის გატანა შეეძლო. ამჯერად, ვერას გახდა ალესანდრო მატრი, რომელმაც სწორედ "კალიარიში" ასპარეზობით გაითქვა სახელი. ვინჩენცო მონტელა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, მაგრამ ასეთ მიზანთან შეჭიდებას გრძელი სათადარიგოთა სკამი და შესაბამისად, მეტი სტაბილურობა სჭირდება.
"ნაპოლი" კრიზისში
"ნაპოლი" სულ მთლად წახდა - რაფაელ ბენიტესის გუნდი ბერგამოში ჩავიდა და "ატალანტასგან" სამი უპასუხო გოლი გაუშვა. სამხრეთელები ყველა კომპონენტში დაიჩაგრნენ და დამსახურებული მარცხი იწვნიეს. რაფას ექსპერიმენტი წარუმატებელი გამოდგა, გონსალო იგუაინის და მარეკ ჰამშიკის თადარიგში დატოვებამ "ნაპოლის" კარგი არაფერი მოუტანა. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაფას გუნდი სკუდეტოსთვის საბრძოლველად მზად არაა; ეგ კი არა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც უკიდურესად გაუჭირდება.
სამაგიეროდ, "ლაციო" მოფერიანდა და მიჯრით იგებს შეხვედრებს. ედი რეიას გუნდი "კიევოს" ესტუმრა და დამაჯერებლად გაიმარჯვა - 2:0. პირველი გოლი ანტონიო კანდრევამ შეაგდო, ხოლო მეორე ბალდე კეიტამ. "ბიანკოჩელესტეს" "ინტერში" გადაბარგებული ერნანესის არყოფნა არ დასტყობია. "ლაციო" ლიდერთა მარაქას უახლოვდება, რაც უდავოდ რეიას დამსახურებაა, რომელმაც გუნდს თითქოს ახალი ძალა შთაბერა.
უამინდობის გამო თამაში არ დასცალდა "რომას", რომელიც "პარმასთან" სამი ქულის აღებას გეგმავდა. თამაში სტარტზევე შეწყდა და გადაიდო - მალე გავიგებთ, როდისთვის.
სერია A. XXII ტური
ბოლონია-უდინეზე 0:2
გოლები: 0:1 დი ნატალე (15-პენ.), 0:2 ლოპესი (90).
ბოლონია (3-5-1-1): კურჩი - ნატალი, ანტონსონი, კერუბინი (74. ხრისტოდოლოპულოსი) - გარიჩი (60. მოსკარდელი), კონე, პაციენცა, პერესი, მორლეო - დიამანტი - ბიანკი (68. აკვაფრესკა).
უდინეზე (3-4-2-1): სკუფეტი - ერტო, დანილო, დომიცი - ბასტა, ალანი (46. პინცი), ბადუ, ლაძარი - პერეირა, ფერნანდესი (66. ლოპესი) - დი ნატალე (74. მაიკოსუელი).
გაფრთხილება: კერუბინი, კონე, მოსკარდელი - დომიცი, პერეირა, ალანი, პინცი.
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 8-18; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 11-4 (1-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 22 000
კალიარი-ფიორენტინა 1:0
გოლი: 1:0 პინილია (39-პენ.).
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი - პერიკო, როსეტინი, ასტორი, მურუ - დესენა, ეკდალი, კონტი - კაბრერა (71. ვეჩინო) - საუ (77. ნენე), პინილია (84. ადრიანი).
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - რონკალია, გონსალო, სავიჩი, ანდერსონი (53. ბორხა ვალერო) - ფერნანდესი (73. მატოსი), პისარო, აკვილანი (63. ხოაკინი) - ვარგასი, ილიჩიჩი, მატრი.
გაფრთხილება: როსეტინი, დესენა - გონსალო.
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 8-6 (5-2); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 5500
მილანი-ტორინო 1:1
გოლები: 0:1 იმობილე (17), 1:1 რამი (49).
მილანი (4-2-3-1): აბიატი - დე შილიო, რამი, ბონერა, ემანუელსონი - მუნტარი (63. დე იონგი), მონტოლივო - ჰონდა (89. პეტანია), რობინიო (75. საპონარა), კაკა - პაცინი.
ტორინო (3-4-1-2): პადელი - მაქსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - დარმიანი, მაზიელო, ბაშა (69. კურტიჩი), ფარნერუდი (53. ელ ქადური) - ვივესი - ჩერჩი (90. მეჯორინი), იმობილე.
გაფრთხილება: ბონერა, პაცინი - მაქსიმოვიჩი, ვივესი.
კუთხური: 13-3; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-5 (8-2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 40 000
ატალანტა-ნაპოლი 3:0
გოლები: 1:0 დენისი (47), 2:0 დენისი (64), 3:0 მორალესი (70).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - ბენალუანი, იეპესი (35. ლუკინი), სტენდარდო, დელ გროსო - რაიმონდი, ბაზელი (78. ჩიგარინი), ბონავენტურა, მილიაჩო - მორალესი - დენისი (85. კაცოლა).
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ალბიოლი, ფერნანდესი (58. იგუაინი), რევეილერი (76. გულამი) - ინლერი, ჯემაილი (70. ფრელო) - პანდევი, კალეხონი, მერტენსი - საპატა.
გაფრთხილება: რევეილერი, მერტენსი (ნაპოლი).
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 6-8 (3-3); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 25 000
კატანია-ლივორნო 3:3
გოლები: 0:1 ემეგარა (51), 1:1 ბერგესიო (61), 1:2 პაულინიო (72-პენ.), 2:2 ბარიენტოსი (75), 2:3 ემეგარა (77), 3:3 ალმირონი (89).
კატანია (3-5-2): ფრიზონი - ბელუში (55. ისკო), სპოლი, როლინი - ბირაგი, ბარიენტოსი, რინაუდო (71. ალმირონი), პერუცი, ლოდი - ლეტო (60. კასტრო), ბერგესიო.
ლივორნო (3-5-2): ბარდი - ჩეკერინი (70. ვალენტინი), ემერსონი, რინაუდო - ბენასი, მბაიე, დუნკანი, ლუჩი, კასტელინი - ემეგარა (79. ბელფოდილი), პაულინიო (84. ბიაჯანტი).
გაფრთხილება: ფრიზონი, ბელუში, ბირაგი, ბერგესიო, ალმირონი - ემერსონი, მბაიე, დუნკანი, ბენასი, პაულინიო.
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 16-24; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 11-10 (6-7); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 16 000
კიევო-ლაციო 0:2
გოლები: 0:1 კანდრევა (6), 0:2 კეიტა (70).
კიევო (3-5-2): პუჯონი - ფრეი, ცეზარი, დაინელი (18. კანინი) - სარდო, დრამე, ჰეტემაი (44. რადოვანოვიჩი), ბენტივოლიო (62. პელისიერი), რიგონი - თერეუ, პალოსკი.
ლაციო (3-4-3): ბერიშა - ბიავა, დიასი, რადუ - კავანდა, ლედესმა, ბილია, ლულიჩი - კანდრევა (90. კრეკო), კეიტა (84. გონსალესი), კლოზე (90. პერეა).
გაფრთხილება: ფრეი, რადოვანოვიჩი - ბილია.
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 6-9 (0-6); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 11 000
სასუოლო-ვერონა 1:2
გოლები: 0:1 მანფრედინი (50-საკ. კარში), 0:2 ტონი (87), 1:2 ფლორო ფლორესი (90).
სასუოლო (3-5-2): პეგოლო - მენდესი, კანავარო, მანფრედინი - როზი, ბიონდინი, ბრიგი, მარონე (60. სანსონე), ციგლერი - ბერარდი, ფლოკარი (77. ფლორო ფლორესი).
ვერონა (4-3-3): რაფაელი - კაჩატორე, მორასი, მარკესი, ალბერტაცი - რომულო, ჩირილიანო (61. დონადელი), ალფრედსონი (87. მარკინიო) - იანკოვიჩი (83. თალები), იტურბე, ტონი.
გაფრთხილება: მენდესი, ბიონდინი - ტონი, იტურბე, დონადელი.
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 6-4 (2-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 20 000
იუვენტუსი-ინტერი 3:1
გოლები: 1:0 ლიხტშტაინერი (16), 2:0 კიელინი (47), 3:0 ვიდალი (56), 3:1 როლანდო (72).
იუვენტუსი (3-5-2): სტორარი - ბარცალი (63. კასერესი), ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი (82. ისლა), ვიდალი, პოგბა, პირლო, ასამოა - ტევესი, ლორენტე (86. ვუჩინიჩი).
ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, როლანდო, ჟუან ჟესუსი - ჯონატანი (58. დამბროზიო), კუზმანოვიჩი (55. მილიტო), ტაიდერი, ნაგატომო - ალვარესი, კოვაჩიჩი (66. ბოტა) - პალასიო.
გაფრთხილება: პოგბა - კუზმანოვიჩი, ალვარესი.
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 9-3(4-1); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 41 000
რომა-პარმა
უამინდობის გამო შეწყდა
3 თებერვალი
ჯენოა-სამპდორია 23.45
ბომბარდირები: 14 - ჯუზეპე როსი (ფიორენტინა); 12 - დომენიკო ბერარდი (სასუოლო); 11 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ტორინო), არტურო ვიდალი (იუვენტუსი); 10 - როდრიგო პალასიო (ინტერი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ალესიო ჩერჩი (ტორინო).
მომდევნო ტური
8 თებერვალი:
ფიორენტინა-ატალანტა, უდინეზე-კიევო, ნაპოლი-მილანი;
9 თებერვალი:
ტორინო-ბოლონია, სამპდორია-კალიარი, პარმა-კატანია, ლივორნო-ჯენოა, ვერონა-იუვენტუსი, ლაციო-რომა, ინტერი-სასუოლო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"