"არტემიო ფრანკი"
არასდროს დამავიწყდება ის სითბო, რაც "სტადიო არტემიო ფრანკიზე" ვიგრძენი. მთელი სტადიონი ჩემს გვარს სკანდირებდა და მივხვდი, რომ ფლორენციელებს ისევ ვახსოვარ. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბუცები უნდა ჩამეცვა და მოედანზე შევსულიყავი. "ფიორენტინასთან" ერთად, ბევრი ვერაფერი მოვიგე, მაგრამ ყველაზე ძვირფასი სწორედ ეს სიყვარულია. დღემდე ვრჩები "ვიოლას" ქომაგად და
სერია A
სულ უფრო ხშირად მესმის, რომ ინგლისის და ესპანეთის ჩემპიონატები ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე სერია A. ამ მოსაზრებას ვერაფრით დავეთანხმები, რადგან ჩემი აზრით, იტალიის პირველობა ყველაზე უფრო დაძაბული და შესაბამისად, საინტერესოა.
სერია A ყველაზე დაბალანსებულია და წარმატების მიღწევაც უკიდურესად რთულია. პროფესიული კარიერის განმავლობაში, ყველა წამყვანი ქვეყნის გუნდებთან მითამაშია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე რთული სწორედ სერია A-ში ასპარეზობა იყო. იტალიური გუნდი იდეალურად იცავს თავს, თავისუფალ ზონებს არ ტოვებს და ფორვარდს მინიმალურ შანსს აძლევს. ახლა ჩემპიონატს აქვს პატარა ჩავარდნა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს დროებითი მოვლენაა.
მუნდიალი
წინ ძალიან საინტერესო მუნდიალი გველის, რომელიც დიდ საფეხბურთო ბატალიებს გვპირდება. ვფიქრობ, ფავორიტები ტრადიციული გუნდები არიან: ბრაზილია, არგენტინა, ესპანეთი, გერმანია და იტალია. სწორედ ამ ქვეყნებს აქვთ გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი. ვინ შეიძლება შემოგვთავაზოს სიურპრიზი? - ვფიქრობ, ნახევარფინალში საფეხბურთო გრანდები გავლენ და შესაბამისად, დიდ სენსაციას ვერავინ შემოგვთავაზებს. თუმცა შანსი ყველას აქვს და ჩემი პროგნოზი ბევრს არაფერს ნიშნავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"