გაბრიელ ბატისტუტა: ისე ცუდად ვიყავი, რომ ფეხების ამპუტაცია მინდოდა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა გაბრიელ ბატისტუტამ ტერფზე ოპერაცია გადაიტანა.

არგენტინელმა ისაუბრა თუ რა პრობლემებს განიცდიდა წარსულში ამასთან დაკავშირებით.

"ოპერაცია იყო გადაწყვეტილება, რომელსაც 6-7 წლის განმავლობაში განვიხილავდი. 40 დღის შემდეგ, როცა ბინტებს მომხსნიან, გავიგებთ ტკივილმა გაიარა თუ არა და შევძლებ თუ არა გავიარო, როგორც ნორმალურმა ადამიანმა.

როგორც კი კარიერა დავასრულე, აღმოვაჩინე, რომ ჩემი ტერფები უბრალოდ დაკუწმაწებული იყო. მცირედი მოძრაობაც კი ტანჯვა იყო. იგიგე პრობლემაა, რაც ვან ბასტენს ჰქონდა, რომელმაც ფეხბურთს უარი 28 წლის ასაკში უთხრა.

ზოგჯერ ლოგინი
დან ვერ ვდგებოდი. სიბრაზისგან ვტიროდი და ჩემ თავს ვეუბნებოდი: "ასე გაგრძელება არ შეიძლება". ცუდად გავხდი, თან ისე ცუდად, რომ ჩემ მეგობარ-ექიმთან მივედი და ვსთხოვე ფეხების ამპუტაცია გაეკეთებინა. ვევედრებოდი და ვამბობდი, რომ ეს ცხოვრება არ აროს", - თქვა ბატისტუტამ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული