
მოგეხსენებათ, შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, გოლისა და შედეგიანი გადაცემის ავტორი კი ლიონელ მესი გახდა.
ამით ლეოს "ალბისელესტეს" რიგებში მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე 10 გოლი მოუგროვდა, რითიც გაბრიელ ბატისტუტას რეკორდი გაიმეორა.
ამ მუნდიალზე მესიმ დიეგო მარადონას უკვე გაასწრო, რომელსაც 8 ბურთი აქვს შეგდებული. საინტერესოა, გაუტანს მესი ხორვატიასაც და გახდება მსოფლიო ჩემპიონატებზე არგენტინის საუკეთესო ბომბარდირი? - ამას ყველა ერთად ვნახავთ...