მილანის "ინტერი" ნემანია ვიდიჩის გადაბირებას ზაფხულში ეცდება

AutoSharing Option
მილანის "ინტერს" "მანჩესტერ იუნაიტედის" 32 წლის მცველის, ნემანია ვიდიჩის შეძენა სურს.

სერბ ფეხბურთელს, რომელიც 8 წლის განმავლობაში გამოდის "წითელი ეშმაკების" რიგებში, მიმდინარე წლის ზაფხულში კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება, "მანჩესტერის" ხელმძღვანელობა კი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

"ნერაძური" მზადაა, ფეხბურთელს 2-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს, თუმცა მას იტალიაში გაცილებით ნაკლები ხელფასი ექნება, ვიდრე ინგლისში.

შეგახსენებთ, რომ ინგლისში ვიდიჩის გასამრჯელო კვირაში 120 000 ევროა, ხოლო მილანის "ინტერის" ახალი იაპონელი მესაკუთრე ერიკ ტოჰირი კვირაში 48 000 ევროზე მეტს სთავაზობს და იმედოვნებს, რომ მიუხედავად შემცირებული ხელფასისა, გამოცდილი სერბი
ფეხბურთელი მაინც დათანხმდება მათ წინადადებას.

აღსანიშნავია, რომ ვიდიჩის შეძენით ასევე დაინტერესებულია ფრანგული "მონაკო".

ფეხბურთელის აგენტი კი ამტკიცებს, რომ მისი კლიენტი ზაფხულში დატოვებს გუნდს და ახალი კლუბის პოვნა არ გაუჭირდება.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ინდონეზიელი და არა იაპონელი :)
guga
18:41 06-02-2014
0

სიახლეები პოპულარული